Thumbnail
  • თომას ტუხელის გუნდმა სენტ ეტიენი გაანადგურა
  • ედინსონ კავანის გოლი და საგოლე პასი

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურის ცენტრალურ მატჩში პარი სენ-ჟერმენმა სენტ ეტიენს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. პსჟ-ს ლიგა 1-ში უნაკლო სტარტი გამოუვიდა - 5 თამაშში 5 მოგება და 15 ქულა, გუნდმა მხოლოდ 4 გოლი გაუშვა. 

ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა კილიან მბაპე, ნეიმარი კი ტრავმირებული იყო. ჯიჯი ბუფონი ისევ სკამზე იჯდა. 

22-ე წუთზე მარკო ვერატის პასის შემდეგ იულიან დრაქსლერმა მეკარეს თავით ბურთი თავზე გადაუგდო. 

მეორე ტაიმში პსჟ-ს უპირატესობა უკვე ძალიან შესამჩნევი გახდა და ედინსონ კავანიმ მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გაიტანა. 76-ე წუთზე ანხელ დი მარიამ მახვილი კუთხიდან აჯობა მეკარეს, 84-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა მუსა დიაბიმ კავანის პასით გაიტანა - 4:0.

პსჟ 4:0 სტ. ეტიენი

გოლები: 1:0 დრაქსლერი (22), 2:0 კავანი (51-პენ), 3:0 დი მარია (76), 4:0 დიაბი (84)

პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტიაგო სილვა (80. კეჰრერი), კიმპემბე, ბერნატი - ვერატი (68. ნკუნკუ), ლ. დიარა (46. მ. დიაბი), რაბიო - დი მარია, კავანი, დრაქსლერი

კომენტარები

ბოლო ამბები