Thumbnail

24-ე ტური რვა გოლით გაიხსნა, გორის დილამ სამტრედიას დამატებით დროში მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 24-ე ტური რვა გოლით გაიხსნა
  • დილამ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო არენაზე გაიმართა. სამტრედია გორის დილას შეხვდა და 5:3 დამარცხდა.

გორელებმა პირველი ნახევარი მიკოლა კოვტალიუკის გოლით, 1:0 მოიგეს. მეორე ნახევარში სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა 7 გოლი იხილა.

ლეანდრო რიბეირომ დუბლი შეასრულა. სამტრედიამ 81-ე და 85-ე წუთებზე გატანილი გოლებით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაირა ჯუფიმ დილა კიდევ ერთხელ დააწინაურა, ხოლო მიკოლა კოვტალიუკმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დილას 42 ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს. სამტრედია 13 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (28), 0:2 რიბეირო (47), 1:2 ტუღუში (60), 1:3 რიბეირო (72), 2:3 ერისთავი (81), 3:3 ლიპარტია (85), 3:4 ჯუფი (90+2), 3:5 კოვტალიუკი (90+5).

სამტრედია (4-2-3-1): პოგორილი - ჩაჩუა, გოგიაშვილი, გურული, ჯგერენაია - კერძევაძე, მამასახლისი - ტუღუში, ლიპარტია, კოშმანი - კუჭუხიძე

დილა (4-2-3-1): გუგეშაშვილი - სუხიაშვილი, სანტოსი, გრიგალაშვილი, ჩადუნელი - გოგუა, ლემპტი - ქავთარაძე, ნონიკაშვილი, რიბეირო - კოვტალიუკი

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები