Thumbnail
  • ელ კლასიკოს შემდეგ ბარსას ფეხბურთელებმა გასახდელის ფოტოები გამოაქვეყნეს.
  • ალეიშ ვიდალი კრიშტიანო რონალდოს პოზაში.

არცერთი გოლი, არცერთი ქულა და ესპანეთის ჩემპიონობა ახლა უკვე კიდევ უფრო შორსაა. ბარსელონასთან სამარცხვინო მარცხის (0:3) შემდეგ, რეალის ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს საშობაოდ საზეიმო განწყობა არ აქვს.

პორტუგალიელს ბარსელონას ვარსკვლავებმაც დასცინეს!

ელ კლასიკოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, ბარსას ფეხბურთელებმა გასახდელში მაგრად იზეიმეს. ზეიმის ფოტოები სოციალურ ქსელში ანდრეს ინიესტამ და ლუის სუარესმა განათავსეს.

ფოტოებზე ჩანს, რომ რეალის კარში გატანილი მესამე გოლის ავტორი, ალეიშ ვიდალი რონალდოს პოზაშია. ბარსელონას ვარსკვლავებმა თვითერსა და ინსტაგრამზე ვიდალის საქციელზე ბევრი იცინეს. სოციალურ ქსელებში სხვა დროს ძალიან აქტიური რონალდო კი, რომელსაც ინსტაგრამზე 117 მილიონი გამომწერი ჰყავს, დუმს...

კომენტარები

ბოლო ამბები