Thumbnail
  • ქართული ფინალი ვაჟთა შორის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში
  • ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლი და მარიამ ჭანტურიას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

სოფიაში გრძელდება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ნაკრებმა მეორე საჭიდაო დღეს 4 მედალი მოიპოვა: ერთი ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ლუკა მაისურაძე გადამწყვეტ შეხვედრაში ტატო გრიგალაშვილს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ორივე ძიუდოისტმა ფინალამდე ბრწყინვალედ იასპარეზა - ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში გასასვლელი ოთხივე ბრძოლა იპონით მოიგეს.

გოგონათა შორის, 63-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ოთხივე ბრძოლა იპონით მოიგო, ფინალში კი ფრანგ სარა ლეონისთან ორ წუთსა და რვა წამში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

70-კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მარიამი მეოთხედფინალში ჰოლანდიელ მარგიტ დე ვუგდთან დამარცხდა. რეპეშაჟში უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა შვედი მეტოქე, რისთვისაც 7 წუთი და 13 წამი დასჭირდა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ჰოლანდიელ ჯესიკა გორისენს წუთსა და 18 წამში იპონით სძლია.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უკვე ექვსი მედალი აქვს მოპოვებული. პირველ დღეს ჯაბა პაპინაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები