Thumbnail
  • “სკალონისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დათხოვნა რთული იქნება”
  • ხავიერ სავიოლა მესის დაბრუნებაში დარწმუნებულია

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ხავიერ სავიოლამ ლიონელ მესისა და მწვრთნელ ლიონელ სკალონის შესახებ ისაუბრა. მან ისიც აღნიშნა, რომ თუკი მიიწვევდნენ, “ალბისელესტეს” სამწცრთნელო შტაბში მუშაობას დაუფიქრებლად დათანხმდებოდა.

მოგეხსენებათ, ფეხბურთელობისას სავიოლა და სკალონი ეროვნულ გუნდში პარტნიორები იყვნენ. “ბაჭიას” თქმით, “ალბისელესტეს” ამჟამინდელმა თავკაცმა კარგად იმუშავა და გუნდს უკეთესობა უკვე დატყო.

“ცვლილებები - ეს საუკეთესოა, რაც შეიძლება დღეს ნაკრებში მოხდეს. ახალგაზრდა სპეციალისტები სკალონი, აიმარი და სამუელი გუნდში საბრძოლო ატმოსფეროს ქმნიან. სამწვრთნელო კურსები მადრიდში სკალონისთან ერთად მაქვს გავლილი და იქ აღმოვაჩინე, თუ როგორ სიღრმისეულად ესმის ლიონელს ფეხბურთი. თუკი არგენტინის ნაკრები კარგ შედეგებს მიაღწევს, ძნელი იქნება სკალონისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დათხოვნა.

თუ დამირეკავენ და მწვრთნელთა ჯგუფში მიმიწვევენ, ხვალვე გავემგზავრები, წამითაც არ დავფიქრდები”, - თქვა ხავიერ სავიოლამ.

რაც შეეხება მესის:

“საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ლეოს დროს მისცემენ, მანამდე კი უნდა შეიქმნას ისეთი გუნდი, რომელშიც მესის ინტეგრირება ღირდეს და შესაძლებელი იყოს”.

კომენტარები

ბოლო ამბები