Thumbnail

26-წლიანი დისკვალიფიკაცია | MMA-ს მებრძოლი ნარკოტიკებით სპორტდარბაზში ვაჭრობდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მარა ბორელა მარიხუანითა და კოკაინით ვაჭრობდა
  • იტალიელს MMA-ში 17 ბრძოლიდან 12 ჰქონდა მოგებული

შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა ქალმა მარა ბორელამ 26-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. იტალიელი ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის დაისაჯა.

მარა ბორელას ბრალად არა მხოლოდ დოპინგის მიღება ედება, არამედ აკრძალული პრეპარატების გავრცელებაც, კერძოდ, საუბარია მარიხუანასა და კოკაინზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ მარა ბორელა ნარკოტიკებით იმ სპორტდარბაზში ვაჭრობდა, სადაც თავად ვარჯიშობდა.

შედეგად, 32 წლის აწ უკვე ყოფილი სპორტსმენი MMA-ს ბრძოლებში 58 წლის ასაკში თუ მიიღებს.

ბოლოს ბორელა ოქტაგონზე იანვარში გავიდა და ქეითლინ ჩუკაგიანთან დამარცხდა, სულ კი მის კარიერაში MMA-ს 17 ბრძოლა იყო, რომელთაგან 12 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები