Thumbnail
  • იუვენტუსის გარემარბი, შესაძლოა, ოლდ ტრაფორდზე აღმოჩნდეს
  • მანჩესტერ იუნაიტედი ტურინული კლუბისთვის კარგ წინადადებას ამზადებს
  • მანკუნიანელები ბრაზილიელში 90 მილიონს იხდიან

ივლისიდან დუგლას კოშტა 100 პროცენტით იუვენტუსის საკუთრებაა. ტურინულმა გრანდმა ბრაზილიელის შესყიდვის უპირატესი უფლება გამოიყენა და მიუნხენის ბაიერნიდან არენდით აყვანილი გარემარბი 40 მილიონ ევროდ შეიძინა.

იტალიური და ინგლისური მედიის ცნობით, დიდი შანსია, 28 წლის ბრაზილიელი ზამთარში პრემიერლიგაში გადავიდეს. Sport Media Set წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა, იუვენტუსს იანვარში 90 მილიონი ევრო შესთავაზოს. იტალიური კლუბისთვის ეს ცუდი ვარიანტი არ არის - გააჩნია, რას იტყვის იუვეს მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, რომელიც ბრაზილიელს ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მოიაზრებს.

ინგლისური მედია წერს, რომ იუვენტუსმა, იუნაიტედს, შესაძლოა, კონტრ-წინადადებით მიმართოს. ცნობილია, რომ ტურინელები პოლ პოგბას დაბრუნებაზე ფიქრობენ, ფრანგს კი ჟოზე მოურინიოსთან ცუდი ურთიერთობა აქვს და “ოლდ ტრაფორდიდან” წასვლა სურს. თუმცა, ფრანგს იმედი აქვს, რომ რეალში, ან ბარსელონაში გადავა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვალენსია
  • ფრე
  • იუვენტუსი

კომენტარები

ბოლო ამბები