Thumbnail

გოლოვკინი V კანელო - კვირას ნევადაში დიდი ჩხუბია!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 16 სექტემბერი |  06:00 | 🌎 ნევადა | 👊 გოლოვკინი v კანელო
  • 💣 მაგარი რე-მატჩის მოლოდინში!

16 სექტემბერს, ნევადაში, პერედაისის ტ-მობაილ არენაზე, მსოფლიოს ორი საუკეთესო საშუალო წონის მოკრივე - დაუმარცხებელი ყაზახი გენადი გოლოვკინი და ოსკარ დე ლა ჰოიას აღზრდილ კანელო ალვარესს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

კანელომ და გოლოვკინმა ადრეც იჩხუბეს, თუმცა მაშინ მატჩი ფრედ დასრულდა. რე-მატჩი წესით მაისში უნდა შემდგარიყო, თუმცა მექსიკელმა მარტში დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა და გოლოვკინმა წარმოშობით სომეხი ვანეს მარტიროსიანთან იჩხუბა, რომელიც 2 წუთში დაამარცხა.

👑 ჩემპიონი ბრძოლის წინ...

ეს მატჩი, წელს საშუალო წონის დივიზიონში მთავარი მოვლენაა. მათი პირველი ჩხუბი ტაქტიკური ბრძოლა იყო - გოლოვკინის გუნდი თვლის, რომ მაშინ ყაზახს გამარჯვება მსაჯებმა მოპარეს, ეს ეჭვი კანელოს მიერ მარტში ჩაგდებულმა დოპინგ-ტესტმაც გაამყარა.

ამერიკაში აღზრდილი, წარმოშობით მექსიკელი მოკრივე, შაბათს კრიტიკოსებს უპასუხებს და ეცდება დაამტკიცოს, რომ გოლოვკინის ღირსეული მეტოქეა. ყაზახი კი ამ გამარჯვებით, სრულ აღიარებას მოიპოვებს - ის გახდება დივიზიონში უპირობოდ საუკეთესო, თუ მთლიანად ამ სპორტში არა...

"11 წელია ჩემპიონი ვარ" განაცხადა გოლოვკინმა მარტიროსიანთან ბრძოლის შემდეგ. "მოვიდეს კანელო და წაიღოს ჩემი ქამრები." აბობდა ყაზახი.

👀 კანელო მხოლოდ მეივეზერს ჰყავს დამარცხებული...

ყაზახ მსოფლიოს ჩემპიონს WBC, WBA, IBF და IBO ქამრების დაცვა მოუწევს. ბევრი თვლის, რომ გოლოვიკნს დასაწყისში გაუჭირდება, სადაც კანელოს ბევრი ადრეული რაუნდი არ უნდა მისცეს.

გოლოვკინს, კანელოსთან პირველ ჩხუბში კარიერაში ყველაზე ცუდი ზუსტი მოქნევის პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა - 32.2%. თუმცა, მატჩი არც მექსიკელისთვის იყო კარგი, კანელოს შემტევ მოწინააღმდეგებთან ბრძოლა გამოსდის, თუმცა გოლოვკინის წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გენადი გოლოვკინი
  • კანელო ალვარესი

კომენტარები

ბოლო ამბები