Thumbnail

ტოჩინოშინის მე-4 გამარჯვება - ლევან გორგაძემ იკიოი ეფექტურად წააქცია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა პირველი მაეგაშირა იკიოი დაამარცხა
  • გაგამარუს მეორე გამარჯვება აკი ბაშოზე

შემოდგომის ბაშოზე მე-6 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) პირველ მაეგაშირა იკიოის შეხვდა, რომელსაც ბაშოზე პირველი ხუთი შეხვედრა წაგებული ჰქონდა. ტოჩინოშინმა ცუკიოტოშის ილეთით იმარჯვა. ლევან გორგაძეს 4-2 ბალანსი გაუხდა. ამ ბაშოზე მან ცუკიოტოშის ილეთი მეორედ გამოიყენა. 

ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე მძიმეწონოსანი მონღოლი სეკივაკე იჩინოჯოა. ურთიერთშეხვედრებში 12:5-ია ქართველი სუმოისტის სასარგებლოდ. იჩინოჯო აკი ბაშოზე ცუდად ასპარეზობს, 2-4 ბალანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ამ ბაშოზე ტოჩინოშინის მთავარი ამოცანა ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებაა, რაც მას ოძეკის ტიტულს შეუნარჩუნებს.

ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-10 ნომერ მიტორიუს შეხვდა. 212-კილოიანმა ქართველმა მეტოქე ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა. გაგამარუს 2-4 ბალანსი აქვს და ელიტურ, მეორე დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის. მე-7 დღეს მისი მეტოქე ჯურიოს მე-8 ნომერი ცურუგიშო იქნება (4-2).

აკი ბაშოზე დაუმარცხებელი რიკიშების რიცხვი 7-დან 4-მდე დავიდა. პირველად წააგო იაპონელმა დიდმა ჩემპიონმა კისენოსატომ, რომელსაც რიგითმა მაეგაშირა ჩიოტაირიუმ აჯობა. წააგო იმპერატორის თასის მფლობელმა სეკივაკე მიტაკეუმიმაც და ვეტერანმა მაეგაშირა იოშიკაძემაც.

აკი ბაშო. VI დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

ჩიოტაირიუ ⚪ კისენოსატო ⚫ (ოშიდაში)

კაკურიუ ⚪ ტამავაში ⚫ (ცუკიდაში)

ჰაკუჰო ⚪ შოდაი ⚫ (იორიტაოში)

ტოჩინოშინი ⚪ იკიოი ⚫ (ცუკიოტოში)

გოეიდო ⚪ მიტაკეუმი ⚫ (იორიკირი)

ტაკაიასუ ⚪ კაისეი ⚫ (იორიკირი)

ტაკაკეიშო ⚪ იჩინოჯო ⚫ (ოშიდაში)

ბაშოს ლიდერები

6-0

კაკურიუ (იოკოძუნა)

ჰაკუჰო (იოკოძუნა)

ტაკაიასუ (ოძეკი)

ჰოკუტოფუჯი (მაეგაშირა 9)

კომენტარები

ბოლო ამბები