Thumbnail
  • ილიას ზუროსის პრესკონფერენცია ისრაელთან გამარჯვების შემდეგ
  • დუდა სანაძის კომენტარი
დრამატული გამარჯვება ისრაელში - საქართველოს ნაკრებმა შანსი შეინარჩუნა!

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 85:80 დაამარცხა ისრაელის გუნდი და დასკვნით ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ნაკრების თავკაცი ილიას ზუროსი და დუდა სანაძე გამოცხადნენ.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "პირველ რიგში, გამარჯვებას ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს. მათ მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოლეს. ამ დარბაზში სტუმარი გუნდისთვის ძალიან ძნელია თამაში, მათ კი ბოლომდე იბრძოლეს. დღეს დავამარცხეთ კარგი მწვრთნელის მიერ მომზადებული გუნდი. სამწუხაროა, რომ ამ სათამაშო ფანჯრებში ძნელია გუნდის კარგად მომზადება, რადგან მოთამაშეები ნაკრებში ძალიან ცოტა ხნით ჩამოდიან. ამიტომაც, ჩვენ სათანადოდ ვერ ვივარჯიშეთ დაცვასა და შეტევაზე. თუმცა სტუმრად დიდი მატჩი მოვიგეთ და ახლა შინ გველის დაპირისპირება საბერძნეთის ნაკრებთან და ეს მატჩია ჩვენთვის მთავარი საფიქრალი. მადლობა ფანებს, დარბაზში ძალიან კარგი სათამაშო ატმოსფერო იყო. ეს კი კალათბურთისთვის ძალიან კარგია. ისრაელის ნაკრებს კი მომავალ მატჩში წარმატებას ვუსურვებ. ისრაელს კარგი, ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს.

დაცვაში თამაშზე

ჩვენი პრობლემა დაცვაში თამაში იყო, არადა, დაცვა უმთავრესია, ხუთივე მოთამაშემ უნდა იცოდეს, სად გადაადგილდეს და რატომ. რადგან არ გვქონდა ბევრი დრო მოსამზადებლად, თამაშში გვიწევდა ვარიანტების მოსინჯვა - "დაბალი" ხუთეულითაც ვითამაშეთ, როცა თოკო 5 ნომერზე თამაშობდა. შერმადინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ბოლოს ვიყენებდით გოგას, რადგან მას კარგად შეუძლია დაფარება.

ჯენინგის დებიუტზე

მაკფადენი ისევ ჩვენი ნაკრების მოთამაშეა. ამჯერად, ჯენინგის გამოყენება გადავწყვიტეთ, რადგან დუდასთან ერთად მეტი არსენალი გვქონოდა შორიდან სროლებში. კარგი მსროლელები "მაღლებს" ეხმარებიან. 

ყოველი მოთამაშე ჩვენთვის ფასეულია, არ ვიცით, რომელ თამაშზე, ვისი იმედი გვექნება. მეტისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ. 

მომავლის გეგმებზე

ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება არაა, ნელნელა უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ ახალგაზრდები. ჩვენ გვყავს რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც მომავალში ნაკრებში უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მომავალ მატჩებში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა დაგვემატება. 

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები): "გუნდურად ვითამაშეთ და ყველაფერი გავიღეთ გამარჯვებისთვის. ახლა კი უკვე შემდეგ თამაშზე უნდა ვიფიქროთ"

 

კომენტარები

ბოლო ამბები