Thumbnail
  • ლეგენდარულმა გერმანელმა თომას მიულერი გააკრიტიკა
  • მარიო ბასლერს მიაჩნია, რომ ნაკრებიდან უფრო მეტი მოთამაშე უნდა წასულიყო
  • სუპერმარიომ იოახიმ ლიოვი დაიცვა, DFB-ს პრეზიდენტს კი უვიცი უწოდა

მსოფლიოს ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი ფიგურა თომას მიულერი იყო. გერმანელი ექსპერტები მუნდიალზე ბუნდესგუნდის კრახს, სხვებთან ერთად, პირველ რიგში მას აბრალებენ. მართალია, ახალი სეზონი დაიწყო და ბაიერნის შემტევი ნამდვილად უკეთ გამოიყურება, მაგრამ გერმანული ფეხბურთის ლეგენდა მარიო ბასლერი მას მაინც აკრიტიკებს. 49 წლის ყოფილ ნახევარმცველს მიაჩნია, რომ მიულერს სანაკრებო კარიერა უნდა დაესრულებინა. გადაცემა “დოპელპასში” ბასლერმა თომასი, როგორც სჩვევია, მწარედ გააკრიტიკა.

“ბევრი ქომაგი მომხდარში იოახიმ ლიოვს ადანაშაულებს, მე კი გეტყვით, რომ იოგი უკანასკნელია მათ შორის, ვისი დადანაშაულებაც შეიძლება. ვისურვებდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, გერმანიის ნაკრებიდან უფრო მეტი ფეხბურთელი წასულიყო, ვიდრე მხოლოდ ორი ან სამი. ვისურვებდი, რომ მიულერსაც ეთქვა… თომასი ახლა ბურთებს ნასასკენ აწოდებს, მისი თითქმის ყოველი ჩაწოდების შემდეგ ბურთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მიდის!” - განაცხადა ბასლერმა.

ბასლერი: 'იმედი მაქვს, ფეხბურთელებს ახლა კარგ პანღურებს უთავაზებს!'

სამაგიეროდ, ლეგენდამ ლიოვი დაიცვა: “მე გეკითხებით: რა უნდა ექნა იოახიმს? ჩემი აზრით, მას შეცდომები არ დაუშვია. წლების მანძილზე, მისი ხელმძღვანელობით, გერმანიის ნაკრები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა და ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით. ახლა კი ერთი ტურნირი ჩააგდო და უკვე ყველაფერს მას აბრალებენ. უნდა შეგახსენოთ, რომ ლიოვი ფეხბურთს არ თამაშობს, მოედანზე არ ყოფილა, ის მწვრთნელია! იმედი მაქვს, ფეხბურთელებს ახლა კარგ პანღურებს უთავაზებს!”

ამის შემდეგ, ბასლერმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი რაინჰარდ გრინდელი გააკრიტიკა - ეგ კაცი ფეხბურთის აზრზე არ არისო, თქვა სუპერმარიომ...

კომენტარები

ბოლო ამბები