Thumbnail
  • 13-15 სექტემბერი | ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
  • ჯაბა პაპინაშვილისა და ბაგრატ ნინიაშვილის მედლები
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი

სოფიაში დაიწყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში, რომელშიც საქართველო წარმოდგენილია, როგორც ბიჭების, ასევე გოგონების ნაკრებებით. პირველ დღეს 5-მა ქართველმა იჭიდავა და აქედან ორმა მედლისთვის იბრძოლა. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66).ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ორთაბრძოლები 3-3 ყველაზე მსუბუქ წონებში გაიმართა - 55, 60, 66 ბიჭებში და 44, 48 და 52 გოგონებში. 

იპონით

55 კილო წონით კატეგორიაში ვანო ხუბაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი იგი თურქ ოგიუზჰან ოზისიკთან იპონით დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. ამ წონაში ევროპის ჩემპიონი უკრაინელი დიშოტ ხალმატოვი გახდა. 

ბრინჯაო რეპეშაჟიდან

60 კილოში ორი მონაწილე გვყავდა - ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე. პაპინაშვილმა წინასწარ რაუნდში იპონით დაამარცხა კვიპროსის სახელით მოასპარეზე გეორგიოს ბალარჯიშვილი. შემდეგ ასევე იპონით მოუგო თურქ სამეთ კუმტასს და მოულოდნელად იპონით დამარცხდა აზერბაიჯანელ ტოფიგ მამადოვთან. 

პაპინაშვილი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ვაზარით აჯობა რუს ობიდ ძებოვს. მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში პაპინაშვილმა ჰოლანდიელ ივო ვერჰორსტერტს მოუგო - მეტოქეს ვაზარით აჯობა. 
თემურ ნოზაძემ დროზე ადრე აჯობა კვიპროსელ ლუკა კუკასს, მაგრამ შემდეგ იპონით დამარცხდა რუს კონსტანტინ სიმეონიდისთან. ამ წონაში ჩემპიონი აზერბაიჯანელი მამადოვი გახდა. 

პაპინაშვილის ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის

მოულოდნელი მარცხი იტალიელთან

66-ში ბაგრატ ნინიაშვილი პირველი წრისგან ისვენებდა, მეორეში მან იპონით მოუგო მონტენეგროელ მარკო გუსიჩს. შემდეგ ნინიაშვილმა ვაზარით აჯობა ფრანგ რედა სედუკის და ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი მოულოდნელად იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან დამარცხდა. მე-3 ადგილისთვის მატჩში კი მან ეფექტური იპონით ებრაელი ამიტ ბობოვიჩი დააგდო ტატამზე. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ავსტრიელმა ვაშიდ ბორჩაშვილმაც. 

ნინიაშვილის ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის

წაგება ავსტრიელთან

გოგონებში, 48 კილოში ნატალია ყიფშიძე იპონით დამარცხდა ავსტრიელ ჟაკლინ შპრინგერთან. დღეს გოგონებში მეტი მონაწილე არ გვყოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები