Thumbnail
  • რეალმა საინტერესო ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
  • ხულიენ ლოპეტეგი ყოფილ შეგირდს პორტუში შეხვდა

რეალმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდად არ იაქტიურა. როგორც ირკვევა, მადრიდელებმა ზამთრისთვის, ან მომავალი ზაფხულისთვის ერთ საინტერესო ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბს” მექსიკის ნაკრების ვარსკვლავის, ექტორ ერერას გადაბირება სურს. გაზეთი წერს, რომ რეალის მთავარი მწვრთნელი ხულიენ ლოპეტეგი 28 წლის ნახევარმცველს პორტუში შეხვდა. ერერას პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. კლუბი და ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუმ მექსიკელი ან ზამთარში უნდა გაყიდოს, თუ არა და ზაფხულში უფასოდ დაკარგავს.

ექტორ ერერა პორტუში 2013 წელს, პაჩუკადან გადავიდა - პორტუგალიელებმა მაშინ მის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო გადაიხადეს. ლოპეტეგი ერერას პორტუში მუშაობის პერიოდიდან (2014-2016) იცნობს. ზაფხულში ერერას გადაბირება მილანის ინტერს სურდა, მაგრამ პორტუმ 40 მილიონი ევრო მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ახლა კი დიდი შანსია, რომ პორტუგალიურმა გრანდმა მექსიკელი უფასოდ დაკარგოს.

გამოკითხვა

რომელი ქვეყნის კლუბი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ინგლისი
  • ესპანეთი
  • იტალია
  • საფრანგეთი
  • გერმანია

კომენტარები

ბოლო ამბები