Thumbnail

რატომ არ ივსება "სან პაოლო"? - რეაქცია ბილეთების გაძვირებაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 55-ათასიან არენაზე ჯერჯერობით მხოლოდ 12 ათასი ბილეთი გაიყიდა
  • "სან პაოლოს" ზოგიერთ სექტორში ბილეთების ფასი გასამმაგდა

შაბათს, იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში, ნაპოლი ფიორენტინას მასპინძლობს და შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ნეაპოლის სტადიონის ტრიბუნები მხოლოდ სანახევროდ შეივსოს.

დღეისთვის გაყიდულია “სან პაოლოზე” დასასწრები მხოლოდ 12 ათასი ბილეთი, არადა ამ სახელოვანი არენის ტრიბუნებზე 55 ათასი მაყურებელი ეტევა. გულშემატკივართა ესოდენ დაბალი აქტიურობა უკავშირდება ნაპოლის ხელმძღვანელობის წინასასეზონო გადაწყვეტილებას - ბილეთების მნიშვნელოვან გაძვირებას. თუკი გასულ სეზონში “სან პაოლოს” ზოგიერთ პოპულარულ სექტორში დასასწრები ბილეთი 12 ევრო ღირდა, დღეს იგივე ადგილებზე ბილეთები 3-ჯერ ძვირია - 35 ევრომდე. ბევრ სხვა სექტორში ბილეთების ფასი გაორმაგდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ კლუბმა შემოიღო აქცია, რომლის მიხედვითაც დღევანდელ ფასებში შეძენილი ბილეთის მფლობელს აქვს უფლება, 14 წლამდე ასაკის ბავშვთათვის 2,5 ევროდ ბილეთების განუსაზღვრელი რაოდენობა იყიდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები