Thumbnail

UFC | მერაბ დვალიშვილის მორიგი ბრძოლა 15 სექტემბერს გაიმართება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 15 სექტემბერი  20:30 🌏 მოსკოვი | მერაბ დვალიშვილი V ტაირონ ვეარი
  • UFC-ში მოსაპარეზე ქართველის მორიგი ჩხუბი

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ის ეგიდით მოსკოვში მესამე ბრძოლას გამართავს. პირველ 2 შემთხვევაში ქართველი ჯერ ფრენკი სანეცთან დამარცხდა, ხოლო შემდეგ აპრილში რიკი საიმონთან ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

► მერაბ დვალიშვილი: 'მინდა მოსკოვში საქართველოს დროშა ავაფრიალო'

მერაბ დვალიშვილი ფრენკი საენცის წინააღმდეგ

"საბრძოლო განწყობაზე ვარ..." ამბობს ფეისბუქ-ვიდეო მიმართვაში მერაბ დვალიშვილი. "დღეს მოსკოვში ვსეირნობ და ვემზადები შაბათი დღისთვის. მტრის ჯინაზე აუცილებლად გავახარებ ქართველ ხალხს და ავაფრიალებ საქართველოს დროშას!"

მერაბ დვალიშვილი ნიუ იორკ რედბულსის მატჩზე

"ტარიონ ვორი კრივის სტილით ჩხუბობს და მისი ძლიერი მხარე ხელებით ჩხუბია. მე უფრო კომპლექსური მებრძოლი ვარ და ვიბრძვი როგორც დგომში, ისე ჭიდაობის ილეთებით. დიდი არსენალი მაქვს ჯიუჯიცუდან და უფრო სანახაობრივადაც ვჩხუბობ." ამბობს დვალიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები