Thumbnail

დიეგოს სამოთხე მექსიკაში - მეგა-ხელფასი და ვილა მარადონას

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დიეგო მარადონას მექსიკის მეორე ლიგაში ზღაპრული ხელფასი დაუნიშნეს

სპორტულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დიეგო მარადონას მექსიკის მეორე ლიგის კლუბ დორადოსში რეკორდული ხელფასი ექნება. როგორც ირკვევა, დიეგო წელიწადში 2 მილიონ დოლარს მიიღებს.

გარდა ამისა, ლეგენდარულ არგენტინელს ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბან ლა პრიმავერაში საუკეთესო ვილა დაუთმეს. მექსიკის მეორე ლიგაში არცერთ სხვა მწვრთელს ამასთან მიახლოვებული ხელფასიც კი არ ჰქონია. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი, რომელიც ახლა 57 წლისაა, მექსიკაში შაბათს ჩავიდა - მას, როგორც მოსალოდნელი იყო, გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.

შეგახსენებთ, რომ დორადოსი ის კლუბია, სადაც ხოსეპ გვარდიოლამ 2006 წელს აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა. მექსიკამდე მარადონა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მუშაობდა...

 

კომენტარები

ბოლო ამბები