Thumbnail
  • ევროლიგის მე-14 ტურის საუკეთესო კალათბურთელები თორნიკე შენგელია და კორი ჰინგისი გახდნენ.
  • ამ სეზონში თორნიკე პირველად გახდა ტურის MVP.

ევროლიგამ მე-14 ტურის საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა. ვინაიდან ამ ტურში ორმა კალათბურთელმა ერთნაირი მარგი ქმედების კოეფიციენტი დააგროვა (31) MVP-ის წოდება ორივეს მიენიჭა - ცსკა-ს ამერიკელ ლეგიონერ კორი ჰიგინსს და ბასკონიას ქართველ ლეგიონერ თორნიკე შენგელიას. 

ორივე კალათბურთელი ამ სეზონში პირველად გახდა ტურის MVP.

შეგახსენებთ, რომ თორნიკემ 24 ქულა ჩააგდო ბარსელონასთან 85:82 მოგებულ შეხვედრაში

თორნიკე შენგელია: ყოველი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

"დიდებული შეგრძნებაა, რადგან ჩვენ ბარსელონა დავამარცხეთ. ეს იყო ძალიან მძიმე შეხვედრა, რომელშიც ერთი პერიოდი სადღაც 20 ქულითაც კი ვლიდერობდით. ვიცოდით, რომ ბარსა ძლიერი გუნდია და ის აუცილებლად გაიბრძოლებდა ბოლოს. ვფიქრობ, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. ბოლოს მშვიდად ვითამაშეთ და გამარჯვება ხელიდან აღარ გავუშვით.

ყოველი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვაპირებთ სხვა თამაშებიც ამ დონეზე ჩავატაროთ და, რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ჩავიწეროთ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ euroleague.net-თან საუბარში.

თორნიკე შენგელიამ ბარსელონას 24 ქულა ჩაუგდო

კომენტარები

ბოლო ამბები