Thumbnail

აფხაზეთის საპატიო მოქალაქე, ამერიკელი მებრძოლი - ჯეფ მონსონი რუსეთში კენჭს იყრის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ე.წ. აფხაზეთის საპატიო მოქალაქე კრასნაგორსკში კენჭს იყრის
  • ამერიკელი მებრძოლი ვლადიმერ პუტინის ყოფილი პარტიის წევრია...

47 წლის ჯეფ მონსონი MMA-ის ყოფილი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში 88 ბრძოლა აქვს ჩატარებული - 61 მოგება, 26 წაგება, 1 ფრე.

MMA-ის გარდა, მონსონი პროფესიული კრივითაც იყო დაკავებული, ასევე შავი ქამრის მფლობელია ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში.

მონსონი თავისი პოლიტიკური შეხედულებებით გამოირჩევა, ის თავის თავს 'ანარქო-კომუნისტს' უწოდებს და თვლის, რომ რუსეთი მისი მეორე სამშობლოა.

2015 წელს, მინესოტაში გაზრდილ მბერძოლს ოცნება აუხდა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო 2016 წელს ჯერ თვითგამოცხადებული ლუგანსის სახალხო რესპუბლიკის, ხოლო შემდეგ ე.წ. აფხაზეთის საპატიო მოქალაქე გახდა.

წელს კი, ამერიკელი ვლადიმერ პუტინის ყოფილი და დიმიტრი მედვედევის მოქმედი პარტიის 'ერთიანი რუსეთის' სახელით კრასნაგორსკში კენჭს იყრის.

"პატარა ერებს თვით გამორკვევაში ვეხმარები" ამბობს ანარქო-კომუნისტი მონსონი. 'სნოუმენის' სახელით ცნობილმა მებრძოლმა, უკვე რუსმა დეპუტატმა, პირველი ფიციც დადო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები