Thumbnail
  • 📅 13 სექტემბერი ⌚ 21:00 🌍 თელ-ავივი | ისრაელი v საქართველო
  • 📅 16 სექტემბერი ⌚ 19:00 🌍 თბილისი | საქართველო v საბერძნეთი 

დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი თელ ავივში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს.

საქართველოს ნაკრები L ჯგუფში ასპარეზობს, სადაც 5 გუნდს გაუწევს კონკურენციას: ისრაელს, ესტონეთს, საბერძნეთს, სერბეთს და გერმანიას. თუმცა, ბოლო ორ გუნდთან საქართველოს ნაკრებს აღარ მოუწევს თამაში, რადგან პირველ ეტაპზე ეს დუელები უკვე შედგა. გუნდებს ქულებიც გადმოყვათ და შესაბამისად, მეორე ეტაპს უთანასწორო კონკურენციაში ხვდებიან. საქართველოს ნაკრებს 8 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, ხოლო ისრაელის ნაკრები 9 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. ლიდერები გერმანია და საბერძნეთი არიან 12-12 ქულით, მესამე ადგილზე კი სერბეთია 10 ქულით.

საქართველოს ნაკრების წინასამატჩო ვარჯიში

საქართველოს ნაკრებს ისრაელში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, რომ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს. ზუროსის გუნდმა თელ ავივში წინასამატჩო ვარჯიში 12 სექტემბერს გამართა, რის შემდეგაც მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს. მიზანი ერთია: მხოლოდ გამარჯვება...

გოგა ბითაძე (საქართველოს ნაკრები)
“ისრაელის ნაკრები ძალიან რთული მეტოქეა. ამ გუნდს ევრობასკეტზეც ვეთამაშეთ. მართალია, მას შემდეგ შემადგენლობა შეიცვალა, მაგრამ ისრაელი ისევ ძლიერია. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ”.

გოგა ბითაძე

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები)
“თამაშამდე ბოლო ვარჯიში იყო და დეტალები დავხვეწეთ. ბოლომდე მივყებით ჩვენ ტაქტიკას. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელადაა და საბრძოლო მზადყოფნაშია, მათ შორის თორნიკე შენგელია, რომელიც შემოგვიერთდა. რა თქმა უნდა, მოგება გვინდა, რადგან ისრაელი ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტია. ამ დარბაზში ნათამაშები გვაქვს, ვიცნობთ გარემოს და მოგებულიც გვაქვს. დიდი მოტივაციით ვითამაშებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ”. 

დუდა სანაძე

 

კომენტარები

ბოლო ამბები