Thumbnail

‘ეს არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი!’ - ჯონ ტერიმ მოსკოვის სპარტაკს უარი უთხრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯონ ტერი მოსკოვის სპარტაკში არ ითამაშებს
  • ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა რუსულ კლუბს უარი უთხრა

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი მოსკოვის სპარტაკში არ ითამაშებს - ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა, ბევრი ფიქრის შემდეგ, რუსულ კლუბში გადასვლაზე უარი თქვა.

“ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ მოსკოვის სპარტაკის შემოთავაზებაზე უარი ვთქვა. ჩემი ოჯახისთვის ეს ამ მომენტში სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა,” - დაწერა 37 წლის ტერიმ ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი მცველი, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები ლონდონის ჩელსიში აქვს გატარებული, ამჟამად უკლუბოდაა. ასტონ ვილასთან მას კონტრაქტი ზაფხულში დაუმთავრდა.

ჯონ ტერი ბოლოს ასტონ ვილაში თამაშობდა, ახლა კი უკლუბოდაა

“მინდა, მოსკოვის სპარტაკს მადლობა გადავუხადო შემოთავაზებისთვის და კლუბის გულშემატკივრებს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო,” - დასძინა ტერიმ. სპარტაკი რუსეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, ლიდერი კი სანკტ პეტერბურგის ზენიტი გახლავთ. რუსული და ინგლისური მედიის ცნობით, მოსკოველები ინგლისელს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები