Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი იმპერატორის თასის მფლობელის წინააღმდეგ დამარცხდა
  • გაგამარუ აზუმარიუს წინააღმდეგ დამარცხდა
მიტაკეუმი V ტოჩინოშინი

ტოკიოში აკი ბაშოს ზუსტად მესამედი დასრულდა. ასპარეზობის მე-5 დღეს ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) იმპერატორის თასის მფლობელ მიტაკეუმის შეხვდა, სეკივაკე აქამდე დაუმარცხებელი იყო.

სამწუხაროდ, ქართველი სუმოისტი იორიკირის ილეთით დამარცხდა. ახლა მას 3-2 ბალანსი აქვს. 

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა იკიოი იქნება, რომელსაც ცუდი ბაშო აქვს. ურთიერთშეხვედრებში ქართველი სუმოისტი იგებს - 9:4.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება ესაჭიროება.

ჯურიოს მე-12 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-13 ნომერ აზუმარიუს შეხვდა და შიტატენაგეს ილეთით დამარცხდა. გაგამარუს 1-4 ბალანსი აქვს და რეალურად ემუქრება ელიტის მეორე დივიზიონიდან გავარდნა. მისი მომდევნო მეტოქე მე-10 ნომერი მიტორიუ იქნება. 

ტოჩინოშინის გარდა დღეს ყველა ფავორიტმა მოიგო, მათ შორის ოძეკი გოეიდომ, რომელსაც უბრალოდ მეტოქე არ გამოუცხადდა. აკი ბაშოს 5-0 ბალანსით 7 რიკიში ლიდერობს.

აკი ბაშო. V დღე

მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები

ჰაკუჰო ⚪ ტაკაკეიშო ⚫ (ჰატაკიკომი)

კისენოსატო ⚪ შოდაი ⚫ (უვატენაგე)

კაკურიუ ⚪ ჩიოტაირიუ ⚫ (იორიკირი)

ტაკაიასუ ⚪ იკიოი ⚫ (ოკურიდაში)

მიტაკეუმი ⚪ ტოჩინოშინი ⚫ (იორიკირი)

გოეიდო ⬜ იუტაკაიამა ⬛ (უბრძოლველად)

იჩინოჯო ⚪ ტამავაში ⚫ (იორიკირი)

კაისეი ⚪ ენდო ⚫ (იორიკირი)

ბაშოს ლიდერები

5-0

ჰაკუჰო (იოკოძუნა)

კისენოსატო (იოკოძუნა)

კაკურიუ (იოკოძუნა)

ტაკაიასუ (ოძეკი)

მიტაკეუმი (სეკივაკე)

ჰოკუტოფუჯი (მაეგაშირა 9)

იოშიკაძე (მაეგაშირა 15)

კომენტარები

ბოლო ამბები