Thumbnail

¡GOLAZO! - პაპუნაშვილმა დეპორტივოს სამეფო თასზე გაუტანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სარაგოსა კოპა დელ რეის 1/32-ფინალში გავიდა
  • გიორგი პაპუნაშვილის პირველი გოლი სეზონში

ესპანეთის სამეფო თასის 1/64-ფინალში გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსამ დეპორტივოს უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სასტარტოში დაიწყო და ის 72-ე წუთზე შეცვალეს. 

მე-5 წუთზე ანგარიში სწორედ პაპუნაშვილმა გახსნა, რომლისთვისაც ეს პირველი გოლია ახალ სეზონში. გოლი კი ბრწყინვალე გამოვიდა, შორეული დარტყმით - ¡GOLAZO!, როგორც ესპანელები უწოდებენ. სარაგოსა შემდეგ ეტაპზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები