Thumbnail

პირლო შეიძლება დაბრუნდეს - მაესტროს ავსტრალიაში ეპატიჟებიან

  • ანდრეა პირლო შესაძლოა მოედანს დაუბრუნდეს
  • იტალიელ ფეხბურთელს ერთი მატჩის გამართვა მოუწევს

ანდრეა პირლო საფეხბურთო კარიერის გაგრძელებაზე ფიქრობს. იტალიელს ერთი მატჩის გამართვა მოუწევს. ავსტრალიური კლუბი, ავონდეილი თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სიდნეის შეხვდება. კლუბის ხელმძღვანელობას სწორედ ამ მატჩისთვის სურს პირლოს დამატება.

ავონდეილმა თასის მერვედფინალში დევენპორტს 4:1 მოუგო. კლუბი ნახევრად სამოყვარულოა. პირლოს მსურველებმა წინა სეზონში ვიქტორიის პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავეს.

ავსტრალიური კლუბი ანდრეასგან პასუხს ელოდება. იტალიელი ბოლოს MLS-ში თამაშობდა, სადაც ნიუ იორკ სიტის ღირსებას იცავდა. პირლომ გამოსამშვიდობებელი მატჩი 2018 წლის მაისში, სან სიროზე გამართა. ამ შეხვედრაში კახა კალაძემაც მიიღო მონაწილეობა.

ყველაზე ცნობილი იტალიელი, რომელსაც ავსტრალიაში უთამაშია, ალესანდრო დელ პიეროა. იუვენტუსის ლეგენდა სიდნეის ღირსებას იცავდა.

ერთი მატჩით ფეხბურთელის დამატება ავსტრალიელებისთვის უცხო არ არის. 2015 წელს ჰაიდელბერგ იუნაიტედმა ბერძენი კოსტას კაცურანისი გაიფორმა. ჰაიდელბერგის თასის მეოთხედფინალში იყო გასული. კლუბს კაცურანისის დამატებამ ვერ უშველა და 5:0 დამარცხდა.

ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებლი მატჩი

კომენტარები

ბოლო ამბები