Thumbnail

ტოჩინოშინი: ტამავაშისთან წაგება არაფრით არ შეიძლებოდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
აკი ბაშო | წარბგახეთქილმა ტოჩინოშინმა მონღოლი კომუსუბი დაამარცხა

აკი ბაშოზე სუმოს ისტორიაში მესამე ევროპელ ოძეკის, ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) ერთი მთავარი მიზანი აქვს - მან უნდა შეძლოს და ტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს. რაც მთავარია, მან ეს ჯერაც მოუშუშებელი ტრავმით უნდა შეძლოს. 

იაპონური მედია ამტკიცებს, რომ დილის ვარჯიშზეც ვიზუალურადაც შესამჩნევი იყო, რომ ტოჩინოშინს ფეხი ისევ ტკივა. ასპარეზობის მე-4 დღეს მან მონღოლი ტამავაში დაამარცხა და ამას დიდი ენერგია შეალია, მსაჯებმა პირველი დაპირისპირების შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და საჭირო გახდა ხელახალი ორთაბრძოლა. თანაც, ტოჩინოშინს წარბი გაუსკდა და ისე ჭიდაობდა. ქართველმა სუმოისტმა მაინც მოუგო სწორედ იმ მეტოქეს, რომელთან ბრძოლაშიც ივლისში ტრავმა მიიღო:

"ეს ბრძოლა, რომ წამეგო ძალიან ცუდ განწყობაზე ვიქნებოდი. მოხარული ვარ, რომ ამ მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გამარჯვება მოვახერხე. რაც შეეხება, ტრავმას, ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო ამას", - განაცხადა jiji.com-თან კომენტარში ლევან გორგაძემ.

18 კენშო

4-დან 3 ორთაბრძოლის შემდეგ ტოჩინოშინმა კერძო ფირმებისგან დაწესებული 18 კენშო მოიგო, რაც დაახლოებით 23 400 ლარია. კენშოების ოდენობით ბაშოზე დიდი ჩემპიონი კისენოსატო ლიდერობს - 117. მეორე ადგილზე იოკოძუნა კაკურიუა (79), მესამეზე - იოკოძუნა ჰაკუჰო (77). 43 კენშო აქვს იმპერატორის თასის მფლობელ მიტაკეუმის, რომელიც ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქეა.  

კომენტარები

ბოლო ამბები