Thumbnail

გაგამარუს საოცარი მარცხი 115 კილოგრამით მსუბუქ მეტოქესთან

  • გაგამარუს მარცხი მასზე 115 კილოთი მსუბუქ სუმოისტთან
  • გაგამარუს 1-3 ბალანსი აქვს და ელიტის II დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის

აკი ბაშოზე რთული ამოცანის წინაშეა 31 წლის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელიც რანგით მეორე ჯურიოს დივიზიონში მე-12 ნომერია. ეს კი დიდი ალბათობით იმის ნიშანია, რომ თუ გაგამარუ ბაშოს დადებითი ბალანსით ვერ დაასრულებს, ის ელიტის მეორე დივიზიონიდან გავარდება. 

დღეისათვის გაგამარუს 1-3 ბალანსი აქვს, ბაშოს დასრულებამდე მას 4-ზე მეტი წაგების უფლება აღარ აქვს.

დღეს გაგამარუმ ენჰოსთან წააგო, რომელიც მას ძალიან ჩამორჩება გაბარიტებით. ოფიციალური მონაცემებით, გაგამარუ 212 კილოგრამია, ხოლო ენჰო 97, წონაში სხვაობა 115 კილოგრამია!

მიუხედავად ამისა, გამარჯვება 23 წლის იუია ნაკამურამ (ენჰოს ნამდვილი სახელი და გვარი მოახერხა) სასტარტო დაჯახება თავიდან აიცილა (ჰენკა) და წონასწორობადაკარგული ქართველი დოჰიოს მიღმა ინერციით გავარდა.

გამოკითხვა

რას იზამს ტოჩინოშინი აკი ბაშოზე?

  • მოიგებს ბაშოს
  • წააგებს 2 ბრძოლას ზედიზედ
  • მოუგებს ყველა იოკოძუნას
  • მოუგებს ერთ-ერთ იოკოძუნას
  • მოუგებს მინიმუმ ორ იოკოძუნას

კომენტარები

ბოლო ამბები