Thumbnail

სერიალი მარადონაზე: დიეგოს სამი მსახიობი განასახიერებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გადაღებები გაიმართება არგენტინაში, ურუგვაიში, ესპანეთში, იტალიასა და მექსიკაში
  • კლაუდია ვილიაფანიეს როლს ხულიეტა კარდინალი და ლაურა ესკიველი შეასრულებენ

გაზაფხულზე კომპანიამ Amazon Prime განაცხადა, რომ დიეგო მარადონას შესახებ სერიალის გადაღებას აპირებს. დღეს კი გამოქვეყნდა პირველი სარეკლამო ფოტო იმ სამი მსახიობისა, რომლებიც ლეგენდარულ არგენტინელს ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებზე შექმნილ სერიებში განასახიერებენ. ესენი არიან ნასარენო კასერო, ხუან პალომინო და ნიკოლას გოლდშმიდტი.

კომპანია Amazon Prime-ის მიერ გადაღებული ერთ-ერთი ფილმის პოსტერი 

დიეგოს ყოფილი მეუღლის, კლაუდია ვილიაფანიეს როლს ხულიეტა კარდინალი და ლაურა ესკიველი შეასრულებენ. გადაღებები გაიმართება არგენტინაში, ურუგვაიში, ესპანეთში, იტალიასა და მექსიკაში.

პროდუსინგისთვის შეირჩა ცნობილი კომპანია BTF Media, რომლის პარტნიორები იქნებიან კომპანიები Dhana Media და Raze. ცნობისთვის, კომპანია Amazon Prime-ს გადაღებული აქვს ფილმები პელეს, ლეო მესის, კრიშტიანო რონალდოს, ჟოზე მოურინიოს, პეპ გვარდიოლას, ფერნანდო ტორესის, სერხიო რამოსისა და სხვა საფეხბურთო ვარსკვლევების შესახებ და ზოგადად, საფეხბურთო თემატიკა კომპანიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა.

‘კლასს ვერ იყიდი!’ - მოურინიომ გვარდიოლას და სიტის შეუტია

სერიალში “მარადონა” მოთხრობილი იქნება დიეგო მარადონას ცხოვრების შესახებ: არგენტინაში გატარებული ბავშვობით დაწყებული და მსოფლიო სტადიონების დაპყრობით დამთავრებული. გარდა ამისა, ფილმის სერიალის დიდი ნაწილი დაეთმობა დიეგო მარადონასა და კლაუდიას ვილიაფანიეს ურთიერთობას. დიეგომ და კლაუდიამ 1984 წელს იქორწინეს და 2003-ში დაშორდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები