Thumbnail

ოქროს ბიჭუნა - ამერიკის პრეზიდენტი?! - რაზე ფიქრობს ოსკარ დე ლა ჰოია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლეგენდარული მოკრივე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დაფიქრდა
  • დე ლა ჰოია: “პრეზიდენტობა მსურს და ამის უამრავი მიზეზი მაქვს”

“ოქროს ბიჭუნად” მონათლულმა ოსკარ დე ლა ჰოიამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწლიეობაზე სერიოზულად ფიქრობს. 2020 წელს ამერიკელები სახელმწიფოს ახალ მეთაურს აირჩევენ და შესაძლოა, კანდიდატებს შორის კრივის ლეგენდაც ვიხილოთ.

“ამ ვარიანტს სერიოზულად განვიხილავ. პრეზიდენტობა მსურს და ამის უამრავი მიზეზი მაქვს. უახლოეს დროს შევკრებ ისეთი ადამიანების ჯგუფს, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარებიან”, - თქვა 45 წლის დე ლა ჰოიამ.

ოსკარ დე ლა ჰოია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა პროფესიული კრივის ისტორიაში. თავის სამოყვარულო კარიერაში ამერიკელმა მოკრივემ ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვება შეძლო, ხოლო პროფესიულ რინგზე საჩემპიონო სარტყელი 6 სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაისაკუთრა.

დე ლა ჰოიას მიერ დაფუძნებული Golden Boy Promotions არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და გავლენიანი საპრომოუტერო კომპანია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები