Thumbnail

“აი, აქამდე მწვდები” - ამერიკელმა მექსიკელი მასხრად აიგდო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მეტიუ მიაზგამ დიეგო ლაინესს დასცინა
  • მექსიკელები თანაგუნდელს გამოექომაგნენ და ატყდა ორმხრივი გაწევ-გამოწევა

აშშ-ის ნაკრების მცველ მეტიუ მიაზგასა და მექსიკელ ფორვარდ დიეგო ლაინესს შორის კონფლიქტი მოხდა. ამერიკულ ნეშვილში გამართული ამხანაგური მატჩი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო ინციდენტი 65-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა ანგარიში 0:0 იყო.

ერთ-ერთ ეპიზოდში მექსიკელმა შემტევმა მიაზგასთან ბურთისთვის ბრძოლაში ოდნავ იუხეშა, რეფერიმ დააჯარიმა, ხოლო ამერიკელმა მცველმა ლაინესი მასხრად აიგდო - დამცინავი ჟესტებით ოპონენტთან სიმაღლეში შესამჩნევ სხვაობას გაუსვა ხაზი. ცნობისთვის, მეტ მიაზგას სიმაღლე 191 სანტიმეტრია, დიეგო ლაინესის - 167 სმ.

თანაგუნდელის დაცინვა სხვა მექსიკელებმა ვერ მოითმინეს და შედეგად ატყდა ორმხრივი გაწევ-გამოწევა....

დღეს დიეგო ლაინესმა სოციალურ ქსელებში ინციდენტის კომენტარი გამოაქვეყნა: “შეურაცხყოფილი არ ვარ. ხარისხი არ იზომება სიმაღლით. მშვიდად ვარ”.

კომენტარები

ბოლო ამბები