Thumbnail
  • 'საუკეთესო გუნდის გვყავს მსოფლიოში' ამბობს ჟურნალისტი
  • ტრამპი ამ ფრაზას გამოეხმაურა...

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ვაშინგტონს ეწვია, სადაც თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ფიფას წარმომადგენლებმა, პრეზიდენტის კაბინეტში 2026 წლის მუნდიალის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის მიმდინარეობისას, ჯანი ინფანტინო დონალდ ტრამპს სიმბოლურ მაისურს გადასცემდა, თუმცა პროცესი ბრაზილიელმა ჟურნალისტმა შეაფერხა.

ინფანტინო: პრეზიდენტო, სანამ კთხვები იქნება, მანამდე თქვენთვის პატარა საჩუქარი მაქვს, შეიძლება გადმოგცეთ?

ტრამპი: რათქმაუნდა, მოხარული ვიქნები...

ჟურნალისტი: მე მაქვს ერთი კითხვა, შეიძლება?

ტრამპი: გისმენთ... უკაცრავად, რომელი ქვეყნიდან ხართ?

ჟურნალისტი: ბრაზილია

ინფანტინო: საფეხბურთო ქვეყანაა...

ჟურნალისტი: საუკეთესო ნაკრები გვყავს მსოფლიოში!

ტრამპი: ... თუ არ ჩავთვლით განვლილ ჩემპიონატზე პრობლემებს, ჰო?

მოგეხსენებათ, ბრაზილიის ნაკრები რუსეთის მუნდიალს მეოთხედფინალში დამეშვიდობა, სადაც ტიტეს გუნდი მესამე ადგილოსან ბელგიასთან დამარცხდა.

ტრამპის კომენტარს, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ტიტე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა რომ ტრამპმა ფეხბურთის ისტორია არ იცის.

ჟურნალისტი: რას უპასუხებთ ტრამპს?

ტიტე: ხუთი... თუ არ იცის, იცოდეს, რომ ხუთი მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს მოგებული!

კომენტარები

ბოლო ამბები