Thumbnail
  • არგენტინის ნაკრებმა კოლუმბიასთან უგოლო ფრე ითამაშა
  • ალბისელესტეს ლიონელ მესი არ ჰყავდა, კოლუმბიას - ხამეს როდრიგესი

გამთეენისას გამართული ტესტ-მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს კოლუმბიისა და არგენტინის ნაკრები გუნდების ამხანაგური შეხვედრა იწვევდა - საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა “ალბისელესტე”. გვატემალასთან მოგებული შეხვედრა (3:0) ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო.

კოლუმბია 0:0 არგენტინა

კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - ჰ. პალასიოსი, სანჩესი, მურილიო, მაჩადო - კინტერო (73. ბენედეტი), კუელარი (78. ურიბე), ბარიოსი, კუადრადო (78. დიასი) - მურიელი (63. ბაკა), ფალკაო (79. ვილია).

არგენტინა (4-3-3): არმანი - ბუსტოსი, პეცელა, მორი, ტალიაფიკო (85. ჯ. სიმეონე) - ლო სელსო (70. პავონი), ბატალია, ე. პალასიოსი (54. დიბალა) - მესა (68. პარედესი), იკარდი (85. აკუნია), მარტინესი (46. ჩერვი).

მესის არყოფნაში, ლიონელ სკალონიმ ძირითად შემადგენლობაში მაურო იკარდი გაამწესა. არგენტინელებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ კოლუმბიელთა კართან მომენტების შექმნა უჭირდათ. ერთი-ორი მომენტი მეკარე დავიდ ოსპინამ გააუვნებელყო. მეორე ტაიმში კოლუმბიელები უკეთ გამოიყურებოდნენ და გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ახლა უკვე “ალბისელესტეს” კიპერი ფრანკო არმანი თამაშობდა კარგად.

მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, სკალონიმ გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად განაახლა - არგენტინა ჯერჯერობით ლიონელ მესის გარეშე თამაშობს. კოლუმბიის ნაკრებში კი, რომელიც მუნდიალს ასევე მერვედფინალში გამოეთიშა, არ არის ხამეს როდრიგესი. ორივე გუნდს დროებითი მწვრთნელი ჰყავს: არგენტინელებს სკალონი, რომელმაც ხორხე სამპაოლი დროებით შეცვალა, კოლუმბიელებს კი - არტურო რეიესი, რომელმაც ხოსე პეკერმანი ჩაანაცვლა.

არგენტინის ნაკრები ოქრომბერში კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს: ბრაზილიასთან და ეგვიპტესთან.

კომენტარები

ბოლო ამბები