Thumbnail
  • ბრაზილიამ სალვადორთან ტესტ-მატჩი 5:0 მოიგო
  • ნეიმარმა ისევ ისიმულანტა და ყვითელი ბარათი მიიღო

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრაზილიის ნაკრებმა სალვადორთან ამხანაგური მატჩი ძალიან ადვილად და დიდი ანგარიშით, 5:0 მოიგო.

ბრაზილია 5:0 სალვადორი

გოლები: 1:0 ნეიმარი (4-პენ), 2:0 რიჩარლისონი (16), 3:0 კოუტინიო (30), 4:0 რიჩარლისონი (50), 5:0 მარკინიოსი (90)

ბრაზილია (4-3-3): ნეტო - გაბრიელ მილიტაო, დედე (46. ფელიპე), მარკინიოსი, ალექს სანდრო - არტური (70. არტური), კაზემირო (46. ფრედი), კოუტინიო (54. ევერტონი) - დუგლას კოშტა (54. ვილიანი), რიჩარლისონი, ნეიმარი.

ყურადღების ცენტრში იყო ნეიმარი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პირობა დადო, რომ აღარ ისიმულანტებდა, მაგრამ პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავმა დაპირება ვერ შეასრულა - პირველი ტაიმის მიწურულს მან ზედმეტად თეატრალური დაცემისთვის ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

სამაგიეროდ, ქების ღირსია ფორვარდი რიჩარლისონი, რომელიც სეზონის დაწყებამდე, უოტფორდიდან ევერტონში 45 მილიონ ევროდ გაიყიდა - მან დუბლის შესრულება შეძლო და დაამტკიცა, რომ “სელესაოს” ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.

ნეიმარისა და რიჩარლისონის გარდა, გოლები ფილიპე კოუტინიომ და მარკინიოსმა გაიტანეს. ბრაზილიის ნაკრები მომდევნო მატჩებს საუდის არაბეთში გამართავს, სადაც 12 ოქტომბერს მასპინძლებს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ კი არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები