Thumbnail
  • ლუის ენრიკეს მეორე გამარჯვება ნაკრებში
  • მარკო ასენსიომ 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა

უეფას ერთა A ლიგის მე-4 ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა ელჩეში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას უმასპინძლა, რომელსაც მხოლოდ მარიო მანჯუკიჩი (რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა) აკლდა და დიდი ანგარიშით აჯობა - 6:0. ამის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს ჯგუფში 6 ქულა აქვს და ლიდერია. ამ ჯგუფის მომდევნო მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება, ხორვატია ინგლისს მასპინძლობს.

ლუის ენრიკეს გუნდმა ძალიან იოლად აჯობა მეტოქეს, რაც დიდწილად მარკო ასენსიოს შესანიშნავი თამაშის დამსახურებაა - რეალის შემტევმა თავადაც გაიტანა, აიძულა მეკარე საკუთარი კარი დაელაშქრა და მეორე ტაიმში 3 (!) საგოლე პასიც გააკეთა. 

ლუის ენრიკე

ლუის ენრიკე: შედეგი ფანტასტიკურია

"მოხარული ვარ, რომ ასეთი არჩევანი მაქვს. არ ვაქცევ ყურადღებას, ვინ რომელ კლუბში თამაშობს, ვინ რეალში, ვინ ბარსაში. ჩემთვის ყველა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელია. მე გახარებული ვარ იმით, რომ ასეთი მაღალი დონის არჩევანი მაქვს. ბიჭების შემართება ძალიან მომეწონა, შედეგი კი უბრალოდ ფანტასტიკურია".

საინტერესო ფაქტები

► ეს იყო მე-300 მატჩი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში.

► მარკო ასენსიო ხორვატიის წინააღმდეგ - 1 გოლი, 3 ასისტი, 3 დარტყმა, 62-დან 59 ზუსტი პასი, 6 ჩაჭრა

► ბოლო ათი წლის განმავლობაში ასენსიო "ფურია როხას" მეორე ფეხბურთელია, ვინც 3 საგოლე პასი გააკეთა (2016-ში ეს ნოლიტომ შეძლო ლიხტენშტაინთან).

► საულ ნიგესმა ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ორივე მატჩში გაიტანა.

ესპანეთი 6:0 ხორვატია

გოლები: 1:0 საულ ნიგესი (24), 2:0 ასენსიო (33), 3:0 კალინიჩი (35 ს. კ.), 4:0 როდრიგო (49), 5:0 სერხიო რამოსი (57), 6:0 ისკო (70)

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - კარვახალი (75. ასპილიკუეტა), ნაჩო, სერხიო რამოსი, გაია - საულ ნიგესი (65. ტიაგო ალკანტარა), ბუსკეტსი (59. როდრი), სებალიოსი - ასენსიო, როდრიგო, ისკო

ხორვატია (4-2-3-1): კალინიჩი - ვრსალკო (20. როგი), მიტროვიჩი, ვიდა, პივარიჩი - რაკიტიჩი, ბროზოვიჩი (62. პიაცა) - კოვაჩიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი - სანტინი (71. ლივაია)

კომენტარები

ბოლო ამბები