Thumbnail

ინგლისის და შვეიცარიის მატჩის პირველი 25 წამი შავ-თეთრი იქნება...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 25 წელი 'Kick it Out'-ის დაწყებიდან
  • კამპანია, რომელმაც ინგლისურ ფეხბურთში ბევრი რამ შეცვალა...

დღეს, ინგლისის ნაკრები შევეიცარიას უემბლიზე უმასპინძლებს - მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის პირველი 25 წამი კი შავ-თეთრი იქნება.

ფეხბურთის ასოციაციის იდეა, სკაი სპორტსმაც მოიწონა - სოციალური კამპანიის 'Kick it Out'-ს დაწყებიდან 25 წელი გავიდა, ეს ნაბიჯი სწორედ ამ თარიღის აღნიშვნასთანაა დაკავშირებული.

'Kick it Out' ფეხბურთში თანასწორობისთვის წლებია იბრძვის "25 წლის წინ დაწყბული კამპანიამ, ფეხბურთში უარავი რამ შეცვალა..." აცხადებს ასოციაციის საბჭოს წევრი პოლ ელიოტი.

"ინგლისური ფეხბურთი ვალშია ამ ადამიანების წინაშე, ამ კამპანიამ ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყანაში იმისთვის, რომ ფეხურთი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და არავის ეგძნო თავი დაჩაგრულად."

"მილიონობით ხალხი, დღეს მატჩის 25 წამს შავ-თეთრ ფერებში ნახავს. ეს მოკლე სიმბოლური აქტი, კარგად დაგვანახებს იმას თუ რაოდენ მნშნველოვანია ფეხბურთში მრავალფეროვნება..."

სკაი სპორტსმა ამ სიახლის შესახებ ინსტაგრამის გვერდზე დაწერა. ეს იქნება პირველი შავ-თეთრი კადრი ინგლისის ნაკრების ისტორიაში, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე.

გარდა ამისა, ნაკრების მაისურს 'Kick it Out' ლოგო დაამშვენებს და ფეხბურთელები მოედანზე, ე.წ. 'მასკოტების' სახით ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ბავშვებს გამოიყვანენ.

ინგლისელებმა ბოლო 3 მატჩიდან სამივე წააგეს - მუნდიალზე ხორვატიასთან ნახევარფინალი, ბელგიასთან მატჩი მესამე ადგილისათვის და გასულ კვირას ესპანელებთან უემბლიზე ამხანაგური შეხვედრა. საუთგეიტის ნაკრები ეცდება, ეს უსიამოვნო სერია ლესტერში, შვეიცარიასთან მატჩით დაასრულოს.

კომენტარები

ბოლო ამბები