Thumbnail

გადაწყვეტილია: რაიკონენი ფერარიდან მიდის და ყოფილ გუნდს უბრუნდება!

  • ფერარიში კიმი რაიკონენის ეპოქა მთავრდება
  • ფინელი ბრუნდება იქ, სადაც დიდი კარიერა დაიწყო

ის, რაც აქამდე მოსალოდნელი ამბავი იყო, ახლა უკვე გადაწყვეტილი და ოფიციალურად დადასტურებულია: ფორმულა 1-ის სეზონის დასრულების შემდეგ, კიმი რაიკონენი ფერარის დატოვებს. გარკვეულია ისიც, რომ ფინელი მრბოლელი ზაუბერში ბრუნდება. ეს ინფორმაცია ორივე გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

“მან ფერარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა და შესანიშნავი გუნდური მოთამაშე იყო. კიმი რაიკონენს ყველაფრისთვის მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ!” - ნათქვამია ფერარის ოფიციალურ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ფინელი 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონი სწორედ ფერარის ბოლიდით გახდა. საერთო ჯამში, რაიკონენმა სკუდერიაში 6 წელი გაატარა. 38 წლის ფინელმა ფორმულა 1-ში კარიერა სწორედ ზაუბერში, 2001 წელს დაიწყო.

რაც შეეხება მის შემცვლელს ფერარიში: სებასტიან ფეტელის თანაგუნდელი 2019 წლიდან შარლ ლეკლერი გახდება, რომელიც უდიდეს ტალანტად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ფერარის გულშემატკივრებს რაიკონენის გაშვება არ სურდათ - მათ ონლაინ-პეტიციაც კი დაიწყეს იმისათვის, რომ კიმი გუნდში დარჩენილიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები