Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინის პირველი მარცხი შემოდგომის ბაშოზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი კომუსუბი ტაკაკეიშოსთან დამარცხდა
  • გაგამარუმ ჩიონოუმისთან წააგო

სუმოს მექა "რიოგოკუ კოკუგიკანი" წლის ბოლოსწინა სუპერტურნირს, აკი ბაშოს მასპინძლობს - 11 სექტემბერს შემოდგომის ბაშოზე მე-3 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. 

ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მესამე დღეს კომუსუბის რანგის სუმოისტს, ტაკაკეიშოს შეხვდა და ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა. ტოჩინოშინს 2-1 ბალანსი აქვს. 

ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე მონღოლი კომუსუბი ტამავაში იქნება. სწორედ ის, ვისთან ორთაბრძოლაშიც ლევანმა მძიმე ტრავმა მიიღო ივლისის ბაშოზე, მაშინ, როცა 5-0 ბალანსით ერთ-ერთი ლიდერი იყო. ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინი წინაა - 15:8.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად აუცილებლად ესაჭიროება 8 გამარჯვების მოპოვება. 

ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-11 ნომერ ჩიონოუმის შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით დათმო ორთაბრძოლა. გაგამარუს 1-2 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-13 ნომერი ენჰოა. 

მესამე დღეს ყველაზე საინტერესო ორთაბრძოლა იოკოძუნა კისენოსატოსა და იუტაკაიამას შორის გაიმართა. დიდმა ჩემპიონმა ბოლო წამს შეძლო მეტოქის დაგდება, თუმცა გამარჯვებულის გამოსავლენად მსაჯების დახმარება გახდა საჭირო. კისენოსატო დაუმარცხებელია.

აკი ბაშო. III დღე

მნიშვნელოვანი ბრძოლები

კისენოსატო ⚪ იუტაკაიამა ⚫ (ცუკიოტოში)

კაკურიუ ⚪ იკიოი ⚫ (ცუკიოტოში)

ჰაკუჰო ⚪ კაისეი ⚫ (შიტატენაგე)

ტაკაკეიშო ⚪ ტოჩინოშინი ⚫ (ჰიკიოტოში)

გოეიდო ⚪ იჩინოჯო ⚫ (ოშიდაში)

ტაკაიასი ⚪ ჩიოტაირიუ ⚫ (ჰატაკიკომი)

მიტაკეუმი ⚪ ტამავაში ⚫ (ჰატაკიკომი)

შოდაი ⚪ ენდო ⚫ (ოშიდაში)

კომენტარები

ბოლო ამბები