Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილის ახალი სიმაღლე - ATP-მ რეიტინგი გამოაქვეყნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ATP-მ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა
  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის საუკეთესო ნიშნულს მიაღწია

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკის ღია პირველობის შედეგებია გათვალისწინებული. როგორც ვწერდით, ნიკოლოზ ბასილაშვილს "დიდი სლემის" მერვედფინალში დაუფასდა და ის 1 322 ქულით მსოფლიოს 31-ე ჩოგანია. ნიკამ 6 საფეხურით წაიწია წინ, თანაც, თავისი საუკეთესო შედეგი 4 ადგილით გააუმჯობესა. 

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში (ოღონდ, წყვილებში) ითამაშა ოქსანა კალაშნიკოვამაც. ოქსანას ეს წარმატებული თამაში 10 საფეხურით დაუფასდა და ახლა ის WTA-ს წყვილთა რეიტინგში 57-ე ჩოგანია, თუმცა ეს არ არის კალაშნიკოვას საუკეთესო შედეგი, ის შარშან 50-ეულშიც შედიოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგულ მეცში მოზელ ოფენზე გამოვა, რომლის საპრიზო ფონდია € 561 345. ძირითადი ბადის თამაშები 17 სექტემბერს დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები