Thumbnail

ტოჩინოშინი: თუ ასე ვიჭიდავე, ყველაფერი კარგად იქნება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის კომენტარი მე-2 ბრძოლის შემდეგ
  • ლევან გორგაძის 14 კენშო ორ დღეში

შემოდგომის ბაშოზე მეორე გამარჯვების მოპოვების შემდეგ ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) გაცილებით მშვიდად გრძნობს თავს, ვიდრე ბაშოს დაწყებამდე. 

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ბაშოს ბოლომდე მოუშუშებელი ტრავმით შეხვდა, მას კი აუცილებლად ესაჭიროება დადებითი ბალანსის მიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოძეკის რანგს დაკარგავს.

"ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, ცოტათი დავმშვიდდი. რაც შეეხება ტრავმას, როგორც გუშინ ვთქვი, ვცდილობ, არ მივაქციო ყურადღება. თუ ასე ვიჭიდავებ, როგორც დღეს, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა აშკარად კარგ ხასიათზე მყოფმა ტოჩინოშინმა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი ტაკაკეიშოა, რომელთანაც მას უარყოფითი ბალანსი აქვს - 1:3. 

14 კენშო

როგორც იცით, ყოველ ბრძოლის წინ სხვადასხვა ფირმები აწესებენ პრიზს (კენშო), რომელიც გამარჯვებულ სუმოისტს გადაეცემა. თითოეული კენშო 60 ათასი იენის ტოლფასია (1 300 ლარი). 
კოკა კოლას იაპონური კონცერნის ახალმა პროდუქტმა I LOVE GEORGIA-მ (ცივი ყავა) ლევანის ყოველ ორთაბრძოლაზე თითო კენშო დააწესა, რადგან ის ამ სასმელის სახე გახდა. 

რამდენი იშოვა ქართველმა სუმოისტმა ამ ორ დღეში? პირველ დღეს ჩიოტაირიუსთან სულ 10 კენშო იყო დაწესებული, ხოლო მეორე დღეს იუტაკაიამასთან - მხოლოდ 4. ლევანმა ორივე ორთაბრძოლა მოიგო, ასე რომ, მას 14 კენშო ანუ 18 200 ლარი მიიღო. 

ამ მხრივ აშკარა ლიდერი კისენოსატოა, რომელმაც უკვე 63 კენშო მოიგო, შემდეგ მოდის ჰაკუჰო (52 კენშო) და კაკურიუ (37). დიდი ჩემპიონების გარდა ლევანს კიდევ ორი რიკიში უსწრებს, იმპერატორის თასის მფლობელი მიტაკეუმი (24) და ოძეკი ტაკაიასუ (16).  

კომენტარები

ბოლო ამბები