Thumbnail

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი? გოლების დათვლა შესაძლებელია, მაგრამ საუკეთესო მეგოლეების გამოსავლენად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.

მნიშვნელოვანია ჩატარებული მატჩების რაოდენობა და ისიც, თუ რა დონეზე თამაშობდა ესა თუ ის ფეხბურთელი. შევაჯამოთ ყველა ეს კრიტერიუმი და გამოვავლინოთ ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირი.

მე-10 ადგილი: არტურ ფრაიდენრაიხი (ბრაზილია, 1909-1935)

339 მატჩი, 367 გოლი (ერთ თამაშში საშუალოდ 1.08 გოლი)

არტურ ფრაიდენრაიხი

გერმანული წარმოშობის ბრაზილიელი, რომელსაც უამრავი გოლი აქვს გატანილი - არაოფიციალური მონაცემებით, მის ანგარიშზე 1000-ზე მეტი გოლია. თუმცა ფიფას მხოლოდ 367 გოლი აქვს აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ 367 გოლი არტურმა 339 შეხვედრაში გაიტანა, რაც საშუალოდ თამაშში ერთ გოლზე მეტია.

მე-9 ადგილი: იოზეფ ბიცანი (ჩეხოსლოვაკია/ავსტრია, 1931-1955)
440 მატჩი, 636 გოლი (1.44 გოლი)

იოზეფ ბიცანი

ფორვარდი, რომლის თამაშზე ლეგენდებს ჰყვებიან - ამბობენ, რომ მისი თამაშის სტილი დროს უსწრებდა. იყო არნახულად სწრაფი და ტექნიკური, მისი შეჩერება კი პრაქტიკულად შეუძლებელი გახლდათ. თამაშობდა ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის უძლიერეს ნაკრებებში - მის აქტივში საშუალოდ თამაშში 1.44 გოლია, რაც ფენომენალური შედეგია. საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი ჩეხოსლოვაკიაში გაატარა და პრაღის სლავიაში ასპარეზობდა.

მე-8 ადგილი: ფერნანდუ პეიროტეუ (პორტუგალია, 1937-1949)
345 მატჩი, 541 გოლი (1.56 გოლი)

ფერნანდუ პეიროტეუ

ფერნანდო პეიროტეუს არ გაუმართლა - მისი საფეხბურთო კარიერის ნაწილი მეორე მსოფლიო ომს დაემთხვა. მიუხედავად ამისა, მან დიდი კვალი დატოვა პორტუგალიური და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. პეიროტეუს თამაშის თვითმხილველები ხშირად ამბობენ, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია - პორტუგალიაში ბევრი მას ეუსებიოზე წინ აყენებს. საშუალოდ ერთ თამაშში 1.56 გოლი წარმოუდგენელი, ფანტასტიკური მაჩვენებელია - ფერნანდომ მთელი კარიერა ლისაბონის სპორტინგში გაატარა.

მე-7 ადგილი: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, 2002-დან)
873 მატჩი, 615 გოლი (0.70 გოლი)*

კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდოს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება - თანამედროვეობის ვარსკვლავი და ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია. რონალდოს მადრიდის რეალში ფენომენალური სტატისტიკა აქვს, თუმცა ლისაბონის სპორტინგში და მანჩესტერ იუნაიტედში ასეთი შედეგიანი არ ყოფილა.

* 2017 წლის 19 ოქტომბრის მონაცემები

მე-6 ადგილი: ეუსებიო (პორტუგალია, 1957-1979)
813 მატჩი, 600 გოლი (0.73 გოლი)

პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა: ეუსებიო

ლეგენდარული პორტუგალიელი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. ეუსებიომ კარიერის საუკეთესო წლები ლისაბონის ბენფიკაში გაატარა, თუმცა ბოლოს მშობლიურ მოზამბიკშიც ითამაშა და იქაც უამრავი გოლი გაიტანა. ეუსებიოს კარიერის მწვერვალი 1966 წლის მსოფლიოს ჩემოიონატია.

მე-5 ადგილი: ლიონელ მესი (არგენტინა, 2004-დან)
718 მატჩი, 583 გოლი (0.81 გოლი)*

არგენტინელი 30 წლისაა, მისი კარიერა გრძელდება და სტატისტიკაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც ბევრის აზრით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ამ დროისთვის, ლიონელ მესის აქტივში 583 გოლია. არგენტინელი 30 წლისაა, მისი კარიერა გრძელდება და სტატისტიკაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

* 2017 წლის 19 ოქტომბრის მონაცემები

მე-4 ადგილი: რომარიო (ბრაზილია, 1985-2009)

886 მატჩი, 688 გოლი (0.77)

რომარიომ 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა

უდიდესი ფორვარდი, რომელმაც 1994 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. თვითონ რომარიო მიიჩნევს, რომ მის აქტივში 1000 გოლია, ფიფას განსხვავებული პოზიცია აქვს - მსოფლიოს უმაღლესი საფეხბურთო ორგანო ბრაზილიელს 688 გოლს უთვლს. გოლების ნაწილი რომარიომ სამოყვარულო დონეზე და ისეთ ამხანაგურ მატჩებში გაიტანა, რომლებიც ფიფას ეგიდით არ ჩატარებულა.

მე-3 ადგილი: გერდ მიულერი (გერმანია, 1963-1981)
660 მატჩი, 589 გოლი (0.89 გოლი)

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა: გერდ მიულერი

ფეხბურთელი, რომელიც მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების შემადგენლობაში სასწაულებს სჩადიოდა. გერდ მიულერს საოცარი საგოლე ალღო ჰქონდა - მის აქტივში, 660 მატჩი და 589 გოლია, რაც საშუალოდ თამაშში თითქმის ერთი გოლია. მიულერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

მე-2 ადგილი: ფერენც ფუშკაში (უნგრეთი, 1943-1966)
629 მატჩი, 621 გოლი (0.98 გოლი)

უნგრეთის "დიდი გუნდის" ლიდერი ფერენც პუშკაში

ფეხბურთელი, რომელიც გოლთან ასოცირდება. ფერენც პუშკაშს საშუალოდ თამაშში თითქმის ერთი გოლი გაჰქონდა და თუ გავითვალისწინებთ, რომ  საუკეთესო წლები მადრიდის რეალში გაატარა, ეს ფენომენალური შედეგია. პუშკაშს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება - რეალთან ერთად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. პუშკაში უნგრეთის დიდი გუნდის ლიდერი გახლდათ.

პირველი ადგილი: პელე (ბრაზილია, 1956-1977)
1120 მატჩი, 1033 გოლი (0.92 გოლი)

ფეხბურთის მეფე, რომელმაც კარიერაში 1000-ზე მეტი გოლი გაიტანა. ოფიციალურ შეხვედრებში პელეს აქტივში 643 შედეგიანი დარტყმაა, თუმცა თუ ამხანაგურ მატჩებსაც მივათვლით, მან ზუსტად 1033 გოლი გაიტანა. რომარიოსგან განსხვავებით, პელეს გოლები ფიფას მიერ აღიარებული და დადასტურებულია. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა გოლების უმრავლესობა მშობლიურ სანტოსში გაიტანა; კარიერის ბოლო წლები ამერიკაში გაატარა და ნიუ იორკ კოსმოსის გულშემატკივრებიც ბევრჯერ გაახარა. ბრაზილიის ნაკრების მაისურით 92 მატჩი გამართა და 77 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები