Thumbnail

ვინ არის ალან ბორდერი და რატომ უყვარდა ის კრისტიან ვიერის?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'ბობოს' კრიკეტის სიყვარული
  • 'მინდოდა მეორე ბორდერი ვყოფილიყავი' - ამბობს ვიერი... 

1998 წლის მუნდიალზე, იტალია - საფრანგეთის მეოთხედფინალის წინ, პრესკონფერენციაზე ფრანგმა ჟურნალისტებმა ვიერის ჰკითხეს თუ ვინ იყო მისი კუმირი. არც პაოლო როსი, არც ტოტო სკილაჩი... 'ალან ბორდერი' - უპასუხა 'ბობომ' და ფრანგები გაკვირებული დატოვა.

'ვინ არის ალან ბორდერი?' იკითხეს დაბნეულებმა. ვიერი ბოლონიაში დაიბადა, მაგრამ ავსტრალიაში, სიდნეიშია გაზრდილი. კრიკეტის ლეგენდის ალან ბორდერის სიყვარულიც აქედან მოდის, კრიკეტი კი მისი საყვარელი სპორტი იყო.

ალან ბორდერი - ავსტრალია 1978-1994

"სიმართლე გითხრათ, ფეხბურთში არც ისე კარგი ვიყავი..." - ამბობდა ვიერი. "კრიკეტში ბავშვთა გუნდში ბევრი ქულა მქონდა, ვოცნებობდი, რომ მეორე ალან ბორდერი გამოვსულიყავი."

"სულ მინდოდა, კრიკეტი მეთამაშა. როდესაც კარიერას ვასრულებდი, ჩემ მეგობრებს ავსტრალიაში ვუთხარი, რომ თუ რაიმე სახის კონტრაქტს შემომთავაზებდა ვინმე, კრიკეტის კარიერას დავიყწებდი. ყველა პოზიციაზე შემეძლო თამაში!" - ამბობდა ვიერი.

ვიერი და მარსელო სალასი - ლაციოს წლები

ინტერის, იუვენტუსის და მილანის ყოფილმა ფორვარდმა კარიერაში 236 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების ღირსებას 1997-2005 წლებში იცავდა და ლურჯი ფორმა 49-ჯერ მოირგო (23 გოლი). სიდნეიში გაზრდილმა იტალიელმა, კარიერა 2009 წელს ატალანტაში დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები