Thumbnail

‘ჩემპიონობა გვინდა!’ - ლებრონ ჯეიმსს ლეიკერსში უმაღლესი მიზნები აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლებრონ ჯეიმსი ახალი სეზონისთვის ოპტიმისტური განწყობით ემზადება
  • “მეფეს” იმედი აქვს, რომ ლეიკერსი ჩემპიონობისთის იბრძოლებს

კალათბურთის სუპერსვარკვლავი ლებრონ ჯეიმსი იმედოვნებს, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსს NBA-ს ახალ სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

“ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესოთა შორის ვიყოთ და NBA მოვიგოთ. ფაქტია, რომ ძალიან მაგარი, ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც საკმაოდ გაძლიერდა. ლეიკერსის სამწვრთნელო შტაბიც ერთ-ერთი საუკეთესოა NBA-ში. ვფიქრობ, ყველა წინაპირობა გვაქვს შექმნილი იმისათვის, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. მართალია, ეს ყველაფერი არაფრის გარანტია არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ლეიკერსი ამ სეზონში გაცილებით უკეთესად ითამაშებს,” - განაცხადა 33 წლის ლებრონმა t-online-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ლებრონი 16-გზის ჩემპიონ ლეიკერსში კლივლენდ კავალიერსიდან ივლისის დასაწყისში გადავიდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, არის შანსი, რომ ენტონი დევისიც ლეიკერსში გადავიდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები