Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ჩემპიონი კოსოვოში ორჯერ დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმური გუნდი "შავი ზღვის ბიჭები" ევროთასზე კოსოვოს გუნდს დაუპირისპირდა
  • 12 და 13 ოქტომბერს ევროტურნირზე მეორე ქართული გუნდი ითამაშებს

ხელბურთში EHF თასის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ჩემპიონმა, ბათუმის "შავი ზღვის ბიჭებმა" იასპარეზა. ქართული გუნდი კოსოვოში კლუბ ბესა ფამგასთან ორჯერ დამარცხდა: 20-30, 22-37.

კლუბების შეთანხმებით, ორივე მატჩი კოსოვოს ქალაქ პეიაში გაიმართა. კოსოვოს ჩემპიონი მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა, სადაც ნორვეგიის დრამენს შეხვდება. ოქტომბერში ევროტურნირებში ჩაებმება მეორე ქართული კლუბი: თელავის იმედი. ქართული გუნდი 12 და 13 ოქტომბერს ჩელენჯ კაპის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ეთამაშება ლუქსემბურგის დუდელანჟს.

ბათუმი (საქ) - ბესა ფამგასი (კოს) 20-30

ბათუმი: ხანდოლიშვილი, ვარშალომიძე - გოგოლაძე 8, ტალახაძე 4, აბრამიშვილი 3, თევზაძე 2, კოხრეიძე 1, სურმავა 1, ტიელიძე 1, ბერძენიშვილი, წივწივაძე, სტურუა 

ბესა ფამგასი (კოს) - ბათუმი (საქ) 37-22

ბათუმი: ხანდოლიშვილი, ვარშალომიძე - გოგოლაძე 6, სურმავა 5, აბრამიშვილი 4, ტიელიძე 3, კოხრეიძე 2, სტურუა 1, თევზაძე 1, ბერძენიშვილი, ტალახაძე, წივწივაძე

კომენტარები

ბოლო ამბები