Thumbnail
  • შენგელიას ბასკონია 77:70 ბურჯანაძის გიპუსკოა
  • თორნიკე შენგელიას 15 ქულა და 4 მოხსნა 24 წუთში

საქართველოს ნაკრებში წამოსვლამდე თორნიკე შენგელიამ ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა ბასკონიას რიგებში. ბასკონიამ 77:70 დაამარცხა ბექა ბურჯანაძის გიპუსკოა. სანსებასტიანელთა რიგებში არ უთამაშია ქართველ ახალწვეულს, ბურჯანაძე ჯერაც რეაბილიტაციის პერიოდს გადის და სათამაშოდ მზად არ არის. სწორედ ამ მიზეზით ის არც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

რაც შეეხება ბასკონიას ქართველ კაპიტან შენგელიას, მან 24 წუთში 15 ქულა მოუტანა გუნდს. თორნიკეს ანგარიშზე 4 მოხსნა და 1 პასია. მარგი ქმედების კოეფიციენტით შენგელია მოედანზე საუკეთესო იყო - 21 ბალი. 

შენგელიას ეფექტური ჩატენვა

ბასკონიას ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 11 კალათბურთელი ეროვნულ ნაკრებებში წავიდნენ, მათ შორის სამი ქართველია: მეტ ჯენინგი, თორნიკე შენგელია და რატი ანდრონიკაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები