Thumbnail
  • სტივ საიმონის აზრით, ფინალის მსაჯი ერთ-ერთი მოთამაშის მიმართ მიკერძოებული იყო
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი: "კარლოს რამოსის გადაწყვეტილებებმა ფინალის შედეგზე გავლენა მოახდინა"

ამერიკის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალურ მატჩში განვითარებულ მოვლენებს დიდი რეზონანსი მოჰყვა სპორტის სამყაროში. ჩოგბურთის სპეციალისტებმა, ყოფილმა და მოქმედმა ჩოგბურთელებმა და საერთოდაც, ვისაც არ დაეზარა, ყველამ თავისი აზრი გამოთქვა ფინალში მომხდარი ინციდენტის თაობაზე.

US OPEN | ყველაზე სკანდალური ფინალი ისტორიაში! სერენამ ოსაკას ტრიუმფი ჩაუმწარა

კომენტარების დიდი უმრავლესობა სერენა უილიამსის კრიტიკით იყო გაჯერებული, მაგრამ ორი დღის შემდეგ თავისი საკმაოდ წონადი აზრი WTA-ს (პროფესიონალ ჩოგბურთელ ქალთა ასოციაცია) გენერალურმა დირექტორმა სტივ საიმონმა გამოთქვა. მისი მოსაზრება სულაც არაა ამერიკელი ჩოგბურთელის ქცევის დაგმობაზე დაფუძნებული. მისტერ საიმონის თქმით, ფინალის მსაჯი კარლოს რამოსი იყო მიკერძოებული მატჩის ერთ-ერთი მონაწილის მიმართ.

“WTA-ს მიაჩნია, რომ სპორტში უნდა არსებობდეს ტოლერანტობის სტანდარტები ქალთა და მამაკაცთა მიერ ემოციების გამოხატვის მიმართ. უნდა არსებობდეს გარანტიები, რომ ყველა მოთამაშეს მოეპყრობიან ერთნაირად. მიგვაჩნია, რომ ეს სტანდარტები არ იყო დაცული ქალთა ფინალის მსვლელობისას”, - განაცხადა სტივ საიმონმა.

ვაჟთა ტურნირის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ასევე სცადა სერენა უილიამსის დაცვა - კარლოს რამოსს ასე მკაცრად არ უნდა დაესაჯაო.

“არბიტრის მოქმედება თამაშის მსვლელობაზე გავლენის ან ახდენს, ან არა. ამ შემთხვევაში რამოსის გადაწყვეტილებებმა შედეგზე გავლენა ნამდვილად მოახდინა. ეს ჩემი პირადი აზრია. როცა დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად ვიბრძვით, ემოციების მოთოკვა ყველას გვიჭირს”, - თქვა ნოლემ.

მაგრამ სერბი ჩემპიონი არ ეთანხმება საიმონს და უილიამსს იმაში, რომ არბიტრები ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებულად ეპყრობიან.

“ამ სიტუაციას ბატონი საიმონისგან განსხვავებულად ვუყურებ, - ამბობს ნოვაკი, - გულწრფელად ვამბობ, არასდროს მიგრძვნია, რომ მსაჯის სიმკაცრე ჩემსა და რომელიმე ჩოგბურთელი ქალის მიმართ განსხვავებული იყოს. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. არა მგონია, ეს ამბავი განხილვას იმსახურებდეს”.

სერენა 17 ათასი დოლარით დაჯარიმდა

კომენტარები

ბოლო ამბები