Thumbnail

მოჭიდავეების ტრიუმფი პოლონეთში, 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი

  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეები პოლონეთიდან 6 მედლით ბრუნდებიან
  • გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა გუნდურ ასპარეზობაში პირველი ადგილი დაიკავეს
  • 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო

ვარშავაში 'ციოლკოვსკის' სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 6 მედლის მოპოვება მოახერხა. საქართველომ მეორე საჭიდაო დღეს სამი მედალი აიღო.

92 კილოგრამ წონით კატეგორიაში, დავით მარსაგიშვილმა ყაზახ იერალი აბდრაშევს 8:0 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დავით მარსაგიშვილი (92 კგ) პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანია

დავით მარსაგიშვილი (92 კგ) პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანია. გადამწყვეტ შეხვედრაში სტეფანწმინდელმა ფალავანმა ყაზახ იერალი აბდრაშევს 8-0 სძლია.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 09 სექტემბერი, 2018

დავით ხუციშვილმა 79 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი წააგო, ის რუს მაგომედ რამაზანოვთან დამარცხდა.

ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) პოლონეთში ოქროს მედალს დაეუფლა. ფინალში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა ყაზახი ამანდიკ ბაკეიევი 12:2 გაანადგურა

ზურაბ იაკობიშვილის (70 კგ) გამარჯვება პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში

ზურაბ იაკობიშვილის (70 კგ) გამარჯვება პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 09 სექტემბერი, 2018

ქართველმა მოჭიდავეებმა გუნდური ასპარეზობაც მოიგეს. მათ 136 ქულა დააგროვეს და ერთი ქულით აჯობეს მეორე ადგილზე გასულ ყაზახებს, რუსეთის ნაკრები იანტბელიძის მოჭიდავეებს 2 ქულით ჩამორჩა.
მთავარი ფოტო

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 09 სექტემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები