Thumbnail

ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე გამარჯვება! ლევან გორგაძემ იუტაკაიამაც დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

შემოდგომის (აკი) ბაშოზე მე-2 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) მორიგი მეტოქე მე-2 მაეგაშირა იუტაკაიამა იყო. ქართველმა ოძეკიმ იორიკირის ილეთით იმარჯვა. ტოჩინოშინს 2-0 ბალანსი აქვს. 

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი ტაკაკეიშო იქნება, რომელთანაც 1:3-ს აგებს ურთიერთშეხვედრებში. 

ტოჩინოშინი კარიერაში მეორე ბაშოზე ასპარეზობს ოძეკის რანგში. ქართველ სუმოისტს მინიმუმ 8 მოგება ესაჭიროება, რომ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს, სხვა შემთხვევაში, მას დააქვეითებენ. შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს მან ჩიოტაირიუს მძლავრი ცურიდაშით მოუგო.

ტოჩინოშინი V იუტაკაიამა - აკი ბაშოს მეორე რაუნდი

ტოჩინოშინი V იუტაკაიამა - აკი ბაშოს მეორე რაუნდი

Posted by ქართული ძიუდო - Georgian Judo on ორშაბათი, 24 დეკემბერი, 2018

ჯურიოს მე-12 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) აკუას შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. გაგამარუს 1-1 ბალანსი აქვს. ქართველის მესამე მეტოქე მე-11 ნომერი ჩიონოუმი იქნება. 

აკი ბაშო. II დღე

მნიშვნელოვანი ბრძოლები

ჰაკუჰო ⚪ იკიოი ⚫ (უვატედაშინაგე)

კისენოსატო ⚪ ტაკაკეიშო ⚫ (ცუკიოტოში)

კაკურიუ ⚪ კაისეი ⚫ (ოკურიდაში)

ტაკაიასუ ⚪ იჩინოჯო ⚫ (ოშიდაში)

ტოჩინოშინი ⚪ იუტაკაიამა ⚫ (იორიკირი)

გოეიდო ⚪ ტამავაში ⚫ (იორიკირი)

მიტაკეუმი ⚪ ჩიოტაირიუ ⚫ (ოშიდაში)

აბი ⚪ ენდო ⚫ (ცუკიდაში)

კომენტარები

ბოლო ამბები