Thumbnail

დოჰიოზე უშიშრად გავდივარ - ტოჩინოშინის მე-400 გამარჯვება უმაღლესში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მე-400 გამარჯვება ელიტაში
  • ლევან გორგაძე პირველმა დღემ გაახარა
ტოჩინოშინი და ბაშოს პოსტერი

ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) შემოდგომის ბაშო წარმატებით დაიწყო, მან 20 კილოგრამით უფრო მძიმე მეტოქე ჩიოტაირიუ დოჰიოდან "გადადგა" ცურიდაშის მძლავრი ილეთით. იმის გამო, რომ ტოჩინოშინს ივლისის ბაშოზე მიღებული ტრავმა ჯერ ბოლომდე არ მოურჩენია, ქართველი სუმოოსტისგან ასეთი მძლავრი სტარტი მოულოდნელი და სასიხარულოა. 

ლევანი თავადაც კარგ ხასიათზე იყო პირველი დღის შემდეგ: "ძალიან კარგი ორთაბრძოლა გამომივიდა. ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ და დოჰიოზე უშიშრად გავდივარ", - განუცხადა ტოჩინოშინმა Nikkan Sports-ს. 

აღსანიშნავია, რომ ჩიოტაირიუსთან გამარჯვება ელიტურ მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინისთვის საიუბილეო, მე-400 იყო. 

მან კარიერაში 75 ბაშოზე იჭიდავა, აქედან 55 მაკუუჩის დივიზიონზე მოდის. ამ 55 ბაშოზე მან ერთხელ მოიგო იმპერატორის თასი, 4-ჯერ ვიცე-ჩემპიონი გახდა, ასევე მის ანგარიშზეა სხვა პრიზებიც: 3 გინო შო, 2 შუკუნ შო, 6 კანტო შო და 2 კინბოში. სულ პროფესიულ კარიერაში ქართველ სუმოისტს 517 გამარჯვება დაუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ აკი ბაშოს მეორე დღეს ლევან გორგაძე მე-2 მაეგაშირა იუტაკაიამას ხვდება (1:0 ურთიერთშეხვედრებში). 

კომენტარები

ბოლო ამბები