Thumbnail

სერენა 17 ათასი დოლარით დაჯარიმდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ამერიკის ღია პირველობის ფინალისტს ჯილდოდ 1,85 მილიონი დოლარი ეკუთვნის

ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა სერენა უილიამსი ტურნირის ფინალში არაკორექტული ქცევისთვის დააჯარიმეს. იაპონელ ნაომი ოსაკასთან დამარცხებულმა (2:6, 4:6) ამერიკელმა მსაჯი არაობიექტურობაში დაადანაშაულა, შემდეგ კი ემოციების გაკონტროლება საერთოდ ვეღარ შეძლო, მსაჯს სექსიზმში დასდო ბრალი და მრავალგზის შეურაცხყოფაც მიაყენა.

ორგანიზატორებმა უილიამსს 17 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ამ თანხაში 10 ათასი დოლარი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვისაა, 4 ათასი - მწვრთნელის მხრიდან კარნახისთვის და ზედაც 3 ათასი დოლარი - ჩოგნის განზრახ დამტვრევისთვის. ჯარიმა გამოიქვითება სერენას საპრიზო თანხიდან, ეს თანხა კი სულაც არაა ხელწამოსაკრავი - 1,85 მილიონი დოლარი.

US OPEN | ყველაზე სკანდალური ფინალი ისტორიაში! სერენამ ოსაკას ტრიუმფი ჩაუმწარა

კომენტარები

ბოლო ამბები