Thumbnail
  • 47 წლის ჰოლანდიელმა მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლას ჭორი უწოდა

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა გოლკიპერმა ედვინ ვან დერ სარმა უარყო ხმები, თითქოს მანკუნიანური კლუბის სპორტული დირექტორის პოსტის დაიკავებას აპირებდეს. 47 წლის ჰოლანდიელი დღესდღეობით თავისი პირველი პროფესიული კლუბის, ამსტერდამის აიაქსის გენერალური დირექტორია.

"სრული აბსურდია. აიაქსთან 2-წლიანი კონტრაქტი მაქვს. ესაა ჩემი კლუბი და აქ რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩენას ვისურვებდი", - უთქვამს ყოფილ მეკარეს.

საინტერესოა, რომ ედვინ ვან დერ სარს აიაქსში 9 სეზონი აქვს გატარებული, მანჩესტერ იუნაიტედში - 6, თუმცა ტიტულები ორივე კლუბში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის დაუგროვდა - 1-1-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 4-4-ჯერ ეროვნული ჩემპიონატი, აიაქსში დამატებით უეფას თასი, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი დაისაკუთრა, ხოლო მანჩესტერთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები