Thumbnail

7 კაცა | საქართველომ უელსი დაამარცხა, ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს

  • საქართველოს 7 კაცა ნაკრები პოლონეთში მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს
  • ბორჯღალოსნების მეტოქე ფინალში იტალია იქნება

საქართველოს 7-კაცა ნაკრები პოლონეთის ქალაქ ლოძში ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე ასპარეზობას აგრძელებს. ბორჯღალოსნები მეცხრე ადგილისთვის იბრძვიან, მათ ნახევარფინალში კიდევ ერთი ბრიტანული ნაკრები, უელსი 28:5 დაამარცხეს.

7 კაცა | საქართველოს ნაკრებმა ინგლისი ბოლო წამზე დადებული ლელოთი დაამარცხა

პირველი ლელო ზურა ძნელაძემ დადო, ტაიმის დასრულებამდე უელსელთა შეცდომით რევაზ ხარაზიშვილმა ისარგებლა და ბრიტანელებს მეორე ლელო დაუდო. საქართველომ პირველი ტაიმი 14:0 მოიგო.

ბორჯღალოსნებმა მეორე ნახევარში კიდევ ორი ლელო დადეს. თავი ოთარ ძაგნიძემ და თენგიზ პერანიძემ გამოიჩინეს. უელსელებმა მატჩის ბოლოს ერთი ლელო გაქვითეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 28:5.

ქართველი მორაგბეები მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ, იმ მატჩში მათი მეტოქე იტალია იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები