- ტოკიოში წლის მე-5 ბაშო დაიწყო
- ტოჩინოშინი მე-2 მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდა
- ძურიოს დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოლებს გაგამარუ
ტოკიოს 'კოკუგიკანში' დაიწყო წლის მე-5, ბოლოსწინა სუპერტურნირი - შემოდგომის (აკი) ბაშო. ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ოძეკის რანგში კარიერაში მეორე ბაშოზე ასპარეზობს . ქართველ სუმოისტს მინიმუმ 8 მოგება ესაჭიროება, რომ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს, სხვა შემთხვევაში, მას დააქვეითებენ.
პირველ დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდა და ცურიდაშის ილეთით დაამარცხა მეტოქე.
ასპარეზობის მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იუტაკაიამაა. ტოკიოელ რიკიშის ლევან გორგაძე აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მოუგო ორთაბრძოლა.
ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჰაკუიოძანს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. მისი მომდევნო მეტოქე აკუაა. ქართველ სუმოისტს აუცილებლად ესაჭიროება დადებითი ბალანსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დიდი ალბათობით, ელიტის მეორე დივიზიონიდან დაქვეითება მოუწევს.
აკი ბაშოს პირველი დღის მთავარი სენსაცია ოძეკი გოეიდოს დამარცხება იყო, რომელსაც ბრაზილიელმა პირველმა მაეგაშირა კაისეიმ მოუგო. სამივე დიდმა ჩემპიონმა იმარჯვა. სამი ოძეკიდან ორმა სუპერტურნირი მოგებით დაიწყო.
აკი ბაშო. I დღე
მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები
კაკურიუ ⚪ ტაკაკეიშო ⚫ (ოშიტაოში)
ჰაკუჰო ⚪ ტამავაში ⚫ (იორიკირი)
კისენოსატო ⚪ იკიოი ⚫ (იორიკირი)
კაისეი ⚪ გოეიდო ⚫ (იორიკირი)
ტაკაიასუ ⚪ იუტაკაიამა ⚫ (იორიკირი)
ტოჩინოშინი ⚪ ჩიოტაირიუ ⚫ (ცურიდაში)
მიტაკეუმი ⚪ შოდაი ⚫ (ოშიდაში)
იჩინოჯო ⚪ ენდო ⚫ (უვატეჰინერი)
კომენტარები